ოფიციალურად: სტევან იოვეტიჩი “სევილიაში” იჯარით ითამაშებს
სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მილანის “ინტერის” ფეხბურთელი, სტევან იოვეტიჩი სეზონის მეორე ნახევარს ანდალუსიის “სევილიაში” გაატარებს.
მონტენეგროელმა თავდამსხმელმა მილანურ კლუბში აქტიურად დაიწყო სეზონი. მას ფრანკ დე ბური შედარებით უფრო მეტ დროსაც აძლევდა. თუმცა, ამის შემდეგ იყო მცირე ჩავარდნა. საბოლოოდ კი, “ინტერის” ახალმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ იოვეტიჩს უთხრა, რომ ამ სეზონში ის გუნდს აღარ სჭირდება. როგორც ჩანს, სტევანის აზრით, ოპტიმალური ვატრიანტი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში თამაშია. საინტერესოა, როგორ მოერგება ეს ფორვარდი ანდალუსიურ კლუბს.
აქვე გეტყვით, რომ იოვეტიჩმა კარიერა “პარტიზანში” დაიწყო. ამის შემდეგ იგი 5 წლის მანძილზე “ფიორენტინაში” ირჯებოდა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ 27 წლის ფეხბურთელს სოწრედ იტალიურ კლუბში ჰქონდა კარიერის საუკეთესო წლები. “ფიორენტინას” დატოვების შემდეგ, იოვეტიჩი “მანჩეტსერ სიტიში” წავიდა, სადაც 2 წელი გაატარა. ბოლოს კი იყო “ინტერი”, რომელიც, როგორც ვთქვით, ცოტა ხნის წინ იჯარის წესით დატოვა.