ოფიციალურად: “სტოკ სიტიმ” 19 წლის ნახევარმცველი დაიმატა
“ალ-აჰლის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, რამადან სობჰი ამიერიდან კარიერას ინგლისურ “სტოკში” გააგრძელებს. ბრიტანელებმა ეგვიპტელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გადაიხადეს.
“სტოკის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ტონი სქოულზმა განაცხადა:” აბსოლიტურად მოხარულნი ვართ, ასეთი დონის ფეხბურთელის გადაბირებით.
რამადანი განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელსაც სურს, რომ ინგლისში წარმატებას მიაღწიოს. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მას ამისათვის საჭირო ატმოსფერო შევუქმნათ.”
19 წლის სობჰი “სტოკის” პირველი შენაძენია მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე. ეგვიპტელი ფეხბურთელი ახალ გუნდს ორლანდოში შეუერთდება, სადაც ინგლისელები ახალი სეზონისათვის გადიან მზადებას.
გასულ სეზონში, სობჰიმ 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 12 საგოლე გადაცემა.