ოფიციალურად: ტიაგო ალკანტარა “ლივერპულის” ფეხბურთელია
29 წლის ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა მიუნხენის “ბაიერნიდან” “ლივერპულში” გადავიდა. მხარეებს შორის გრძელვადიან შრომით ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულებამ 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, პოტენციურად კიდევ ხუთი მილიონის დამატების შესაძლებლობით.
“საოცარი გრძნობაა. ამ მომენტს დიდი ხანი ველოდი. აქ ყოფნით ძალზედ ბედნიერი ვარ. როდესაც წლები გადის, სულ უფრო მეტი ტიტულის მოგება გინდება. აქაც სწორედ ამ მიზნით ვარ მოსული: რაც შეიძლება ბევრი ტიტულის დასაკუთრება. გარდა ამისა, ეს კლუბი ოჯახივითაა, ვინაიდან აქ ძალზედ ახლო ურთიერთობებია და ვფიქრობ, აქაურ ოჯახურ სიტუაციას მეც ვიგრძნობ”, – ციტირებს ტიაგოს სიტყვებს “ლივერპულის” ოფიციალური ვებგვერდი.
ეს ამ სატრანსფერო პერიოდში “წითლების” მეორე შენაძენია. შეგახსენებთ, რომ “ენფილდროუდელებმა” მანამდე “ოლიმპიაკოსიდან” 24 წლის მცველი კოსტას ციმიკასი დაიმატეს.