ოფიციალურად: “ტოტენჰემმა” მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა
თარიღი: ნოემბერი 20, 2019

ლონდონის “ტოტენჰემმა” გუნდის მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა. ამ ინფორმაციას ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
“ძალიან ვწუხვართ, რომ ამ ცვლილების განხორციელება გვიწევს. ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელიც სწრაფად მივიღეთ. გასულ სეზონსა და მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ნაჩვენები შედეგით იმედგაცრუებულები ვართ”, – განაცხადა “ტოტენჰემის” ერთ-ერთმა დირექტორმა დანიელ ლევიმ.
შეგახსენებთ, რომ პოჩეტინო “ტოტენჰემის” თავკაცი 2014 წელს გახდა. მან ლონდონელებთან ერთად ინგლისის ლიგის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.
მსგავსი სიახლეები