ოფიციალურად: ტოტიმ ”რომასთან” კონტრაქტი გაახანგძლივა
”რომას” კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ ”ჯალოროსისთან” ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2016 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს. დედაქალაქელთა ათიანმა განაცხადა, რომ კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებით იგი ძალიან ბედნიერია.
ცნობისთვის, ფრანჩესკოს წინა კონტრაქტი 2014 წლამდე მოქმედებდა.
”რომა” მაღალ დონეზე თამაშს გააგრძელებს, რაშიც დარწმუნებული ვარ. სეზონი კარგად დავიწყეთ, შემადგენლობა შეთამაშებულია, გუნდს რუდი გარსიას სახით ჩინებული მწვრთვნელი ჰყავს, მას ჩვენი შესრულებით ლამაზი თამაშის ნახვა სურს. სიმართლე რომ გითხრათ, პიოლას რეკორდზე არც კი ვფიქრობ. ჩემი მიზანი – კარგი თამაშის ჩვენება და ”რომასთან” ერთად ტიტულების მოპოვებაა. მესმის, რომ პიოლას რეკორდის გაუმჯობესება თითქმის შეუძლებელია. თუ ეს გამომივა, მაშინ, ძალიან ბედნიერი ვიქნები, მაგრამ კარიერის დარჩენილი ნაწილისთვის პირველ რიგში სხვა მიზნები მაქვს”, – განაცხადა ტოტიმ.
ალექსანდრე მატევოსოვი