ოფიციალურად: “უოტფორდმა” კიკე სანჩეს ფლორესი გაანთავისუფლა

თარიღი: დეკემბერი 1, 2019

“უოტფორდის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კლუბის ხელმძღვანელებმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კიკე სანჩეს ფლორესის განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტი 2019 წლის 7 სექტემბერს მეორედ მოგვევლინა “უოტფორდის” თავკაცის როლში, თუმცა სახარბიელო შედეგების დაფიქსირება ვეღარ შეძლო.

ფლორესმა ინგლისურ კლუბში ხავი გარსია შეცვალა და მას შემდეგ 12 მატჩში გაიყვანა თავისი გუნდი, საიდანაც ექვსში დამარცხდა, ოთხი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

მსგავსი სიახლეები