ოფიციალურად: ვაკო ყაზაიშვილი “სან ხოსეს” ფეხბურთელია
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ვალერი ყაზაიშვილი ამიერიდან MLS-ში მოასპარეზე “სან ხოსეს” ღირსებას დაიცავს. ამ ინფორმაციას ამერიკული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.
ყაზაიშვილმა გასული სეზონი იჯარით ვარშავის “ლეგიაში” გაატარა, სადაც სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდიდა. იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, ყაზაიშვილი “ვიტესში” აღარ დაბრუნდა.
“ჩვენ ახალგაზრდა, შემტევი ტიპის ფეხბურთელს ვეძებდით, რომელიც გულშემატკივრებს თავისი თამაშით თავს მოაწონებდა და ჩვენთან დიდი ხნით დარჩებოდა. ასეთი ვაკო აღმოჩნდა. ჩვენ ისეთი ფეხბურთელის შეძენა გვსურდა, რომელმაც იცის, თუ როგორ ითამაშოს ერთი-ერთზე მეტოქე გუნდის მცველის წინააღმდეგ”, – აცხადებს “სან ხოსეს” გენერალური მენეჯერი, ჯესი ფიორანელი.
შეგახსენებთ, რომ ყაზაიშვილის ახალი კლუბი MLS-ის 11-გუნდიან დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს.
BREAKING: #Quakes74 sign Valeri ‘Vako’ Qazaishvili as Designated Player: https://t.co/BnErwxNDRK pic.twitter.com/EkeR9i1uIc
— San Jose Earthquakes (@SJEarthquakes) June 22, 2017