ოფიციალურად: ვერტონგენმა “ტოტენჰემთან” გაახანგრძლივა
“ტოტენჰემის” ბელგიელმა მცველმა, იან ვერტონგენმა კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც “სპურსში” მის დარჩენას 2019 წლამდე ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ვერტონგენი “უაით ჰართ ლეინზე” 2012 წლის ივლისში გადაბარგდა, მანამდე კი ის ჰოლანდიური “აიაქსის” ღირსებას იცავდა. დღესდღეობით კი, ის მაურისიო პოჩეტინოს გუნდში დაცვის ერთ-ერთი ლიდერის როლს ასრულებს.
“მოხარულნი ვართ გამცნოთ, რომ იან ვერტონგენმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2019 წელს ამოიწურება.” – ვკითხულობთ კლუბის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში.
???? @JanVertonghen: "This is an unbelievable group of talent and I feel privileged to be a part of that." #COYS pic.twitter.com/28FXeqqJI8
— Tottenham Hotspur (@SpursOfficial) December 2, 2016
ცნობისთვის გეტყვით, რომ იმ დროისთვის (2019 წელს) ვერტონგენი 32 წლის იქნება.