ოფიციალურად: ვიდალი “ინტერის” ფეხბურთელია
თარიღი: სექტემბერი 22, 2020

მილანის “ინტერის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც არტურო ვიდალმა “ნერაძურისთან” ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
33 წლის ფეხბურთელი ამ დროის მანძილზე წლიურად 6 მილიონი ევროს გამომუშავებას შეძლებს. მილანურ გრანდს ტრანსფერი სულ რაღაც 1 მილიონი ევრო დაუჯდა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ვიდალი მეექვსე ჩილელი ფეხბურტელია, რომელიც “ინტერის” მაისურს მოირგებს. პირველი ჩილელი ივან სამორანო იყო, ვისაც დავიდ პისარო, ლუის ხიმენესი, გარი მედელი და ალექსის სანჩესი მოყვნენ.
🚨 | IT'S OFFICIAL@kingarturo23 has joined Inter!
👉 https://t.co/r1gXNKJpxm#WelcomeVidal pic.twitter.com/GDIdr7ojtO
— Inter (@Inter_en) September 22, 2020
მსგავსი სიახლეები