ოფიციალურად: ვიქტორ მონხილი “დინამოში” დაბრუნდა
28 წლის ესპანელი მცველი ვიქტორ მონხილი თბილისის “დინამოში” დაბრუნდა.
მონხილმა გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ბოლომდე გააფორმა და 3-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
ფეხბურთელი თბილისის შემდეგ ინდოეთის ჩემპიონატში თამაშობდა და ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.
მონხილამდე “დინამოში” ჩისკო დაბრუნდა და შესაძლოა, ხოსე პერალესიც ჩამოვიდეს.
ვიქტორი, ჩისკო და პერალესი 2019 წლის საჩემპიონო სეზონის მთავარი შემომქმედნი იყვნენ, მაგრამ კლუბიდან, ძირითადად, ხელფასზე შეუთანხმებლობის გამო წავიდნენ.