ოფიციალურად: ზლატან იბრაჰიმოვიჩი ორი მატჩით დისკვალიფიცირებულია
MLS-ის დისციპლინალური კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, “ლოს-ანჯელეს გალაქსის” შვედ თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.
37 წლის თავდამსხმელი, რომელიც ასაკის მიუხედავად საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება, “ნიუ-იორკ სიტისთან” მატჩში მეტოქე გუნდის მეკარესთან უხეშობისთვის დააჯარიმეს – მისის საქციელი ზედმეტად აგრესიულად და არასპორტულად ცნეს.
აღსანიშნავია, რომ მატჩის მიმდინარეობისას (87′) მატჩის მთავარმა არბიტრმა როგორც მეკარე შონ ჯონსონს, ასევე ზლატან იბრაჰიმოვიჩს, ყვითელი ბარათები უჩვენა.
Zlatan Ibrahimović has been suspended for two games for grabbing NYCFC goalkeeper Sean Johnson by the neck last weekend.@AlexiLalas breaks down the Darth-Vader-esque grab ⬇️ pic.twitter.com/pJaShvbW6l
— FOX Soccer (@FOXSoccer) May 18, 2019