ოქრიაშვილი: “ეს თითოეული ჩვენგანისთვის და მთლიანად ქართველი ერისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, თორნიკე ოქრიაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
“ჩრდილოეთ მაკედონია კარგი გუნდია, ერთმანეთს უკვე ორჯერ ვეთამაშეთ და ერთმანეთის სუსტი წერტილები კარგად ვიცით, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. მოგების გარდა სხვა შედეგზე არ ვფიქრობთ, ეს თითოეული ჩვენგანისთვის და მთლიანად ქართველი ერისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია. გუნდში საუკეთესო განწყობაა, ყველანი მოუთმენლად ველოდებით შეხვედრას.
ძალიან შეკრული გუნდი ვართ, საქართველოს ნაკრები ერთი დიდი ოჯახია, ჩვენ როგორც მოედანზე ისე მის მიღმა ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. ვფიქრობ, რომ ეს განწყობა თამაშზეც დაგვეტყო. ბოლომდე ვიხარჯებით და სწორედ ეს მგონია იმის მიზეზი, რომ ერთა ლიგაზე წარმატებით გამოსვლას ვაგრძელებთ.
გულშემატკივრებისგან უამრავი შეტყობინება მივიღე და ვიცი, რომ ყველა ელოდება ამ თამაშს. მადლობა მათ გამამხნევებელი სიტყვებისთვის”, – ციტირებს ოქრიაშვილის სიტყვებს GFF.GE.
შეგახსენებთ, რომ საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონიის დაპირისპირება 12 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.