ოქრიაშვილი გენკში კვლავ არ გამოჩენილა
Voetbalnieuws.be-ს ცნობით, თორნიკე ოქრიაშვილი “გენკის” რიგებში კვლავ არ გამოჩენილა. შეგახსენებთ, სანაკრებო პაუზის შემდეგ ქართველი ფეხბრთელი საკუთარი კლუბის ვარჯიშზე არ გამოცხადდა, რის გამოც ის მეორე გუნდში გადაიყვანეს. თუმცა, ოქრიაშვილი არც მეორე გუნდის ვარჯიშზე მისულა.
ფეხბურთელის მენეჯერის, მამე ამიროვის თქმით ოქრიაშვილი ოჯახური პრობლემების გამო თბილისში შეყოვნდა და ბელგიაში ჩასვლის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობას ყველაფერს აუხსნიდა. თუმცა, ქართველი ფეხბურთელი არც უქმეებზე გამოჩენილა “გენკში” და ამიროვიც თბილისში მოფრინავს, რათა ვითარებაში ადგილზე გაერკვეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი “გენკის” მენეჯერმა, პატრიკ იანსენმაც გააკეთა.
“ამ ეტაპზე ახალ ინფორმაციას არ ვფლობთ. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ შემდგომი განცხადებებისა და ქმედებებისგან თავს შევიკავებთ” – ამბობს იანსენი.