ოქრიაშვილი: “შეცდომა დავუშვი”
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენკის” ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მან 2014 წლის ოქტომბერში შეცდომა დაუშვა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 14 ოქრომბერს, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიაში გიბრალტარის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ამ მატჩის შემდეგ, თორნიკე ოქრიაშვილი თავის კლუბში არ დაბრუნდა, თბილისში კი “გენკის” სპორტული დირექტორი ჩამოვიდა. საბოლოოდ, ყველა პრობლემა მოგვარდა. ოქრიაშვილის დედა და ძმა ბელგიაში ჩავიდნენ, რათა 23 წლის ფეხბურთელს თავი ცუდად არ ეგრძნო.
“სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე საუბარი არ მსურს, მაგრამ ვხვდები, რომ შეცდომა დავუშვი. ენას კარგად არ ვიცოდი, ამიტომ აქ ყოფნა გამიჭირდა. დედაჩემი და ჩემი ძმა ჩემთან ერთად სამი თვე იყვნენ, ისინი ძალიან დამეხმარნენ”, – ციტირებს ოქრიაშვილის სიტყვებს sport.be.