ოქრიაშვილის პირველადი სამედიცინო გამოკვლევის შედეგები ცნობილია
საქართველოს ნაკრებთან ერთად ვარჯიშისას, ლაზარეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნებულმა თორნიკე ოქრიაშვილმა, დაზიანება მიიღო, რის გამოც ანდორასთან გამართული მატჩის (3:0) გამოტოვება მოუწია.
მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა “კრასნოდარის” ქართველი ფეხბურთელის ტრავმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველადი სამედიცინო გამოკვლევის შედეგების თანახმად ოქრიაშვილი დაახლოებით ორი კვირის მანძილზე ვერ შეძლებს თამაშს.
“სამწუხაროდ, გუშინ, ვარჯიშისას ოქრიაშვილმა დაზიანება მიიღო, ამ დროის მონაცემებით ის ორი კვირა ვერ შეძლებს თამაშს. მსგავსი ტიპის თამაშებში ისეთი ფეხბურთელის ყოლა, როგორიც ოქრიაშვილია ძალიან მნიშვნელოვანია. მას უყვარს ფეხბურთი და შეუძლია ერთი-ერთზე ფეხბურთელის მოტყუება,” – ვციტირებთ ვლადიმერ ვაისის სიტყვებს.