ოქრიაშვილმა “ფახთაქორს” გაუტანა (ვიდეო)
რუსულმა კლუბმა, “კრასნოდარმა”, რომელშიც თორნიკე ოქრიაშვილი გამოდის, 25 იანვარს უზბეკური “ფახთაქორის” წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა.
მატჩი რუსების უპირატესობით წარიმართა და, საბოლოოდ, მათივე გამარჯვებით, 2-0 დასრულდა. შეხვედრის პირველი გოლი თორნიკე ოქრიაშვილის ანგარიშზეა – ქართველმა შემტევმა მეტოქის კარი 50-ე წუთზე დალაშქრა. ხუთ წუთში კი მეორეჯერ ჟიგულიოვმა დაამწუხრა მეტოქე.
იხილეთ ოქრიაშვილი გოლი