ოქროს ბურთის გამარჯვებული დასახელდა
ჟურნალ France Football-ის მიერ წლის საუკეთესო ფეხბურთელისათვის განკუთვნილი ჯილდოს მფლობელი მადრიდის “რეალისა” და ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ლუკა მოდრიჩი გახდა.
ლუკა მოდრიჩმა საერთო ჯამში 753 ქულა დააგროვა, რაც 277 ქულით მეტია კრიშტიანუ რონალდუს შედეგზე, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა. მესამე ადგილზე კი მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგი თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი გავიდა.
ხორვატი ფეხბურთელისათვის 2018 წელი მართლაც გამორჩეული გახლდათ. მას შემდეგ, რაც “რეალთან” ერთად ამ უკანასკნელმა ზედიზე მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო ჩემპიონატზე კაპიტნის რანგში თავის გუნდს ფინალამდეც გაუძღვა.
აღსანიშნავია, რომ ამით ლუკა მოდრიჩმა ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ჰეგემონია დაამხო – 2008 წლის შემდეგ (როდესაც ოქროს ბურთი რიკარდო კაკას გადასცეს) ამ პრიზს ან მესი იღებდა ან რონალდუ.
Et le vainqueur du #ballondor 2018 est… Luka Modric ! 👏 👏 👏 pic.twitter.com/OhgLykPRpc
— la chaine L'Équipe (@lachainelequipe) December 3, 2018