ორ დღეში ხამეს როდრიგესის 345 ათასი მაისური გაიყიდა
მას შემდეგ, რაც ხამეს როდრიგესი ოფიციალურად გამოცხადდა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელად, მის მაისურებზე მოთხოვნა უმალ გაიზარდა.
„რეალში“ გადასვლიდან პირველ 48 საათში კოლუმბიელი ნახევარმცველის 10-ნომრიანი 345 ათასი მაისური გაიყიდა. ამდენად, საათში საშუალოდ 7 187 ფორმა იყიდება.
ამ გაყიდვების საერთო მოგებამ უკვე 33,4 მილიონი ევრო შეადგინა, რომლის 40 პროცენტი პირდაპირ „სამეფო კლუბის“ ბიუჯეტში შევა.