ორ ინგლისურ გრანდს ლეონარდო ბონუჩი სურს
როგორც Daily Star-ი იტყობინება, ინგლისის პრემიერ ლიგის ორი გრანდი, “მანჩესტერ სიტი” და “ჩელსი” სერიოზულად არის დაინტერესებული ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მცველის, ლეონარდო ბონუჩის შეძენით.
“სიტის” კაპიტანი, კომპანი ნელ-ნელა ასაკში შედის და ტრავმიანობასაც მოუხშირა. შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ პეპ გვარდიოლამ ბელგიელი სპორტსმენის შემცვლელის ძებნა დაიწყო. ამის ოპტიმალურ ვარიანტად კი იგი ბონუჩის ხედავს.
ასევე, იტალიელი მოთამაშე ანტონიო კონტესაც უნდა. ეს უკანასკნელი ლეონარდოს როგორც “იუვეში’, ასევე იტალიის ნაკრებშიც წვრთნიდა.
ვარაუდობენ, რომ თუ “ბებერი ქალბატონი” ბონუჩის მინიმუმ 50 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დათმობს.