ორი ავტოგოლი ერთ მატჩში – ლიბერტადორესის თასზე ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა (ვიდეო)
3 აპრილს, ლიბერტადორესის თასის D ჯგუფში, ბოლივიურმა “სან ხოსემ” საკუთარ მოედანზე ეკვადორული “კიტო” მიიღო და ფრედ 3:3 ითამაშა.
ამ შეხვედრაში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა. “სან ხოსეს” ცენტრალური მცველი, სეზარ მენა პირველი ფეხბურთელი გახდა ლიბერტადორესის თასის ისტორიაში, რომელმაც ერთ მატჩში საკუთარ კარში ორი გოლი გაიტანა. 30 წლის მოთამაშემ ავტოგოლები მე-40 და 69-ე წუთებზე გაიტანა და ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 1:3 გახადა. საბოლოოდ, მისმა გუნდმა ქულის მოპოვება მაინც შეძლო.
🤦🤦🤦 A hat trick of own goals tonight in Oruro, started by @CDSJoficial's César Mena: pic.twitter.com/hSWcViskj8
— CONMEBOL Libertadores (@TheLibertadores) April 3, 2019
Mena then became the first player in #CONMEBOLLibertadores history to record two own goals in the same match after he got his signals crossed with Carlos Lampe: pic.twitter.com/7G5Ydk1dEO
— CONMEBOL Libertadores (@TheLibertadores) April 3, 2019