ორი გენიოსი – ჯერარდი და პირლო
დღეს, თბილისის დროით 02:00 საათზე, იტალიის ნაკრები ინგლისის ნაკრებს ხვდება.
საფეხბურთო სამყარო მოუთმენლად ელის ამ შეხვედრას, რადგან აქ ბევრი რამ გაირკვევა.
გარდა ორი ნაკრების დაძაბული მატჩისა, ჩვენ ასევე, ანდრეა პირლოსა და სტივენ ჯერარდის ბრძოლაც გველის.
ბევრი მიიჩნევს, რომ იტალიელია უკეთესი, ბევრსაც კი მიაჩნია, რომ ინგლისელი სჯობს.
ასეა თუ ისე, ორივე ლეგენდალური ფეხბურთელები არიან და მათ საკუთარ ნაკრებებსა და კლუბებში კვალი დატოვეს.
ანდრეა პირლო
ეჭვგარეშეა, რომ ანდრეა პირლოს საუკეთესო ტურნირი ევრო 2012 იყო. აქ იტალიელმა მთელს მსოფლიოს დაანახა მისი ძალა. 35 წლის პირლომ, ევრო 2012 შესანიშნავად ჩაატარა, მან არაერთი საგოლე გადაცემა და ულამაზესი პასი მიითვალა.
აშკარაა, რომ 2012 წლის ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო სწორედ ის იყო და მის გუნდს, რომ მოეგო ტურნირი, სავარაუდოდ ის გახდებოდა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი.
როგორც გახსოვთ, ევრო 2012 ესპანეთმა მოიგო და შესაბამისად საუკეთესო ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა გახდა.
მოდი გავიხსენოთ, პირლოს სხვა მიღწევებიც. მაგალითად, მსოფლიო ჩემპიონატი 2006, სადაც მისი იტალია ჩემპიონი გახდა. პირლო მარჩელო ლიპის ნაკრების შეუცვლელი ფიგურა იყო და დიდი წვლილი შეიტანა მუნდიალის მოგებაში.
ასევე, აღსანიშნავი იყო “მილანიდან” “იუვენტუსში” გადასვლაც. 2011 წელს, სილვიო ბერლუსკონიმ ანდრეა პირლოს გაშვება მოინდომა და ის “იუვენტუსს” დაუთმო. არავინ ელოდა, რომ “როსონერი” ოდესმე შეელეოდა იტალიელ ნახევარმცველს, თუმცა ბერლუსკონიმ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ პირლო ახალ გუნდში გადავიდა, მას არ გასჭრვებია ადაპტაცია, პირველივე სეზონიდან ის შესანიშნავად გამოიყურებოდა, მეორე სეზონში კი უფრო მოუმატა თამაშის ხარისხს. ეს ყველაფერი კი მან ევრო 2012-ზე გაბრწყინებით დააგვირგვინა. ცხადი იყო, რომ “მილანი” 2 წლის შემდეგ ნანობდა პირლოს გაშვებას.
ანდრეას არაერთი ინდივიდუალური ჯილდო აქვს. მაგალითად, საუკეთესო ასისტენტი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვედრა, ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვედრა და ა.შ.
ასევე, აღსანიშნავია საკლუბო და სანაკრებო ტიტულებიც. მსოფლიო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და ა.შ. პირლოს თითქმის ყველა საკლუბო და სანაკრებო ჯილდო აქვს მოგებული.
სტივენ ჯერარდი
ცხადია, რომ ჯერარდს იმდენი ტიტული არ აქვს მოპოვებული, რამდენიც პირლოს, თუმცა ის ბევრად დიდი ლეგენდაა კლუბისთვის, ვიდრე პირლო.
სტივენი უკვე 16 წელია, რაც “ლივერპულის” ღირსებას იცავს და ის წლების განმავლობაში მათი ლიდერი იყო.
მართალია, მან ვერ მოახერხა პრემიერ ლიგის მოგება ჯერ-ჯერობით, თუმცა 2005 წელს მისმა “ლივერპულმა” სასწაული მოახდინა და ამ ყველაფერში ლიდერის როლი, სწორედ ჯერარდმა ითავა.
რომ არა მისი მონდომება და ენთუზიაზმი, არავინ იცის შეძლებდა თუ არა, “მერსისაიდული” გუნდი 3 გოლის გატანას 5 წუთში.
ჯერარდმა შესვენებაზეც და მეორე ტაიმის ნახევარშიც, გუნდს გამოცოცხლებისკენ მოუწოდა და მათ ეუბნებოდა, რომ ჯერ შეხვედრა წაგებული არ იყო. საბოლოოდ ყველაფერი მის სასიკეთოდ დასრულდა 3:3 და პენალტებში გამარჯვება.
ეს ჯერარდის ყველაზე ნათელი წერტილია მის 16 წლიან კარიერაში.
სანაკრებო დონეზე, ანდრეა პირლო აშკარად ჯაბნის, სტივის, რადგან მას არცერთ ტიტული არ აქვს მოგებული ინგლისის ნაკრებთან ერთად.
2000 წლიდან მოყოლებული, 14 წლის მანძილზე ინგლისელებმა, ვერც ევროპისა და, ვერც მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ვერ შეძლეს. არადა, მათ ისეთი ფეხბურთელები ჰყავდათ ერთ დროს, როგორებიც არიან: დევიდ ბექჰემი, მაიკლ ოუენი, რიო ფერდინანდი, ჯონ ტერი, პოლ სქოულზი და ა.შ – ჯერარდის სამწუხაროდ, ამ შემადგენლობამ ხეირი ვერ მოუტანა ინგლისს.
როგორც ხედავთ, ორივე ფეხბურთელს აქვს კარიერაში ნათელი წერტილები. მართალია, ჯერარდი ნაკრებში ვერ აღწევს წარმატებას, თუმცა კლუბში მან დიდ წარმატებას მიაღწია ლიგაზე.
პირლო შეიძლება ითქვას, რომ საპირისპიროდ არის, მან 6 კლუბი გამოიცვალა და ბოლოს ისე დასრულდა, რომ “მილანიდან”, სადაც 10 წელი მოღვაწეობდა, გაუშვეს.