ორი გოლი ახალ რეკორდამდე

თარიღი: ივლისი 13, 2014

მუნდიალების შედეგიანობის რეკორდის დასამყარებლად გერმანიას და არგენტინას ფინალურ შეხვედრაში ორი გოლის გატანა სჭირდებათ. ამ შემთხვევაში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში ყველაზე შედეგიანი გახდება.

ბრაზილიის სტადიონებზე გამართულ 63 მატჩში გუნდებმა 170 გოლის გატანა მოახერხეს. ახლანდელი რეკორდი საფრანგეთის 1998 წლის მუნდიალს ეკუთვნის, რომლის მსვლელობისას 171 გოლი გავიდა.

ფინალური შეხვედრა თბილისისი დროით 23:00 საათზე “მარაკანაზე” გაიმართება.

მსგავსი სიახლეები