ორიდან ორი!

თარიღი: ივნისი 18, 2017

ბორჯღალოსნებმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები სტუმრად ისტორიაში პირველად დაამარცხა. ამერიკულ ტურნეზე მყოფმა ჩვენმა გუნდმა კანადის შემდეგ ‘არწივებსაც’ სძლია – 21:17!

აქამდე ამ გუნდთან 4-ჯერ გვქონდა ნათამაშები და მეტოქეს სტუმრად ორივეჯერ ჩამოვრჩით (13:31 და 20:36), 2010 წელს თბილისში ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით ვძლიეთ (19:17), ხოლო 2013 წელს რუსთავში ჯარიმა ბოლო წუთზე მივიღეთ (23:25). მეხუთე ჯახი ჯორჯიის შტატში, ატლანტაში შედგა და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 2:3 გახდა.

მილთონ ჰეიგის შეგირდებმა პირველ ტაიმში 18 ქულა მოიხვეჭეს და ტაიმი 15 ქულის სხვაობით მოიგეს, ხოლო შესვენების შემდეგ მონაგარი კიდევ 3 ქულით გაზარდეს. მაგრამ მეტოქე არ გატყდა და ორი საპასუხო ლელო დადო, რამაც დასკვნით წუთებს დაძაბულობა შემატა, თუმცა ‘არწივების’ ბოლო მცდელობა მოვიგერიეთ და თამაში ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.

ქართველების საქომაგოდ ტრიბუნებზე ემიგრანტები მრავლად შეიკრიბნენ და ხშირ შემთხვევაში ამერიკულ ჯორჯიაში შეძახილი – საქართველო, ხმამაღლა ისმოდა. ამან ბიჭებს დამატებითი მუხტი შესძინა და მეტოქის საწყის იერიშებს მედგრად დაუხვდნენ. ‘არწივებმა’ ფეხით თამაშში აგვიყოლიეს, რამდენჯერმე ხაზზე სცადეს ბურთის გაშლა და სახიფათოდაც გვიტევდნენ, მაგრამ მე-10 წუთზე სწორედ მათ დაუშვეს შეცდომა: მერაბ კვირიკაშვილმა ბურთი მოიხელთა და მარჯვენა ფლანგზე გაიქცა, პირველ მბოჭავს ლამაზი ფინტით დაუსხლტა, მეორეს სისწრაფეში აჯობა და ალამთან ლელო დაამიწა. გარდასახვა მიზანს ოდნავ ასცდა.

მასპინძლებმა სწრაფად მოინდომეს პასუხის გაცემა და ჩვენს 22-ში ხაზიც გაიჭრა, მაგრამ გარდაუვალი ლელოსგან ალექსანდრე თოდუამ დიდებული ბოჭვით გვიხსნა. რადგან ლელო ვერ შედგა, მე-16 წუთზე მეტოქემ ჯარიმა კარში დაარტყა და სხვაობა შეამცირა.

20 წუთი დაცვაში თამაშის შემდეგ ბურთზე კონტროლი დავამყარეთ, მეტოქე ორჯერ დაჯარიმდა და კვირიკაშვილმა 27-ე წუთისთვის ანგარიში 11:3 გახადა. ამასობაში ჩვენმა შერკინებამ კუთვნილი უპირატესობა მოიპოვა და ეს თამაშის მსვლელობაზე აისახა. ტაიმის ბოლოს ამერიკელები კიდევ ერთხელ შეცდნენ და ლელოს დადების კარგი შანსი გაჩნდა – ფლანგზე 3 ქართველი ერთი მცველის წინაშე მას შემდეგ დარჩა, რაც ლაშა ხმალაძემ ბურთი ფეხით გადაკიდა, მას გიორგი კოშაძე დაეუფლა და მერაბ შარიქაძეს გაატანა, თუმცა ბორჯღალოსნების კაპიტანზე მაღალი ბოჭვა შესრულდა და მანაც ოფლოუდი ვეღარ გაახერხა.

ლელოდან 5 მეტრში ლოგიკურად შერკინება ვირჩიეთ და ორი ჯარიმის შემდეგ მეტოქის ბურჯი სინბინში წავიდა, ხოლო მესამე ჯერზე რეფერიმ საჯარიმო ლელო (ახალი წესების თანახმად, გარდასახვის შესრულების გარეშე 7 ქულა) ჩასტვინა და ტაიმი 18:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დებიუტში დავით კაჭარავამ ხაზი გაჭრა და მასპინძლები ლელოს ჯარიმის ხარჯზე გადაურჩნენ, რომელიც კვირიკაშვილმა 3 ქულად აქცია და უპირატესობა 18 ქულამდე გაზარდა. მაგრამ ამის შემდეგ იღბალმა ზურგი აქცია და 46-ე წუთზე შერკინების მიერ მოპოვებული ჯარიმა მიზანს ასცდა.

მასპინძლებმა ტემპს უმატეს და მათი იერიში ჩვენს 22-ში რამდენჯერმე ჯარიმის ხარჯზე შევაჩერეთ, თუმცა ამან არ გვიშველა და 57-ე წუთზე ლელო მივიღეთ, რომელსაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. 65-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა გიორგი ცუცქირიძემ მეტოქე ჰაერში შებოჭა და რეფერიმ სინბინში გაუშვა. კაცნაკლულებმა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა შევძელით და კვირიკაშვილმა არეკნი სცადა, მაგრამ ვერ გაიტანა.

72-ე წუთზე რაქში ვიაქტიურეთ და თითქოს მეტოქეს ბურთი ავართვით, მაგრამ ამერიკელებმა მისი დაბრუნება შეძლეს, 40-მეტრიან წყვეტილთან ხაზი გაჭრეს და ლელოს კვლავ ზუსტი გარდასახვა მოყვა – 21:17. სათამაშოდ დრო ჯერ კიდევ რჩებოდა და სიტუაცია დაიძაბა. შერკინებამ გასატან პოზიციაზე ჯარიმა მოიპოვა და თითქოს უპირატესობა 7 ქულამდე უნდა გაზრდილიყო, მაგრამ კვირიკაშვილმა მიზანი ვეღარ გაისწორა. ბოლო შეტევა ამერიკელების იყო, მათ ხაზზე გაშალეს ბურთი და სახიფათოდ შემოგვიტიეს, თუმცა მომხვდური აუტში გადავიყვანეთ და ამერიკულ მიწაზე პირველი გამარჯვებით გავიხარეთ.

ორიდან ორი – ასეთია ჩვენი გუნდის შედეგი 2017 წლის ივნისის ტესტებზე და წინ დასკვნითი მატჩია არგენტინასთან, რომელიც 24 ივნისს ჰუჰუიში გაიმართება.

18 ივნისი. ატლანტა

აშშ – საქართველო 17:21 (3:18)

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი კოშაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე (22. ლაშა მალაღურაძე 77), 9. ვასილ ლობჟანიძე (21. გიორგი ბეგაძე 60); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. თორნიკე მატარაძე 70), 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. შალვა მამუკაშვილი 48), 3. ლევან ჩილაჩავა (18. სოსო ბეკოშვილი 41), 4. გიორგი ნემსაძე (20. ოთარ გიორგაძე 66), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (19. გიორგი ჩხაიძე 48), 6. ლაშა ლომიძე, 7. ვიტო კოლელიშვილი (23. გიორგი ცუცქირიძე 55), 8. ბექა ბიწაძე.

2 ლელო: კვირიკაშვილი, საჯარიმო (7 ქულა)

3 ჯარიმა: კვირიკაშვილი

Rugby.Ge



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა