ორიემ ლორან ბლანს შეურაცხყოფისთვის მოუბოდიშა

თარიღი: თებერვალი 15, 2016

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში პსჟ-ს მცველის სერჟ ორიეს ვიდეოკონფერენცია გავრცელდა, რომელშიც მან გუნდის მთავარ მწვრთნელსა და თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც ის გუნდიდან გაურკვეველი პერიოდით მოკვეთეს.

„კლუბის სანქციებს ვიღებ და შედეგებისთვის მზად ვარ. ეს ქმედება არ მეპატიება. შეცდომა დავუშვი, რის გამო მწვრთნელს, თანაგუნდელებს, ხელმძღვანელობასა და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. განსაკუთრებით ეს მწვრთნელს ეხება. შემიძლია, ყველაფრისთვის მას მხოლოდ მადლობა გადავუხადო. ბლანს ჩემი გუნდში ხილვა სურდა, რაც მოხდა და აქამდე ყველაფერი კარგად ვითარდებოდა. მომხდარის გამო მართლა ძალიან ვწუხვარ“, – ციტირებს ორიეს „Get French Football News“-ი.

საფრანგეთის ჩემპიონატის 19 მატჩსი ორიეს მონაგარი ორ გოლსა და ორ საგოლე პასს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები