ორიგი: “ლივერპულში” სურთ, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ვიქცე”

თარიღი: აგვისტო 8, 2014

“ლივერპულის” ახალწვეულმა დივოკ ორიგიმ აღნიშნა, რომ მერსისაიდულ გუნდში შეეცდება, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს. “წითლებმა” ბელგიელი თავდამსხმელი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ფრანგული “ლილისგან” შეიძინეს, თუმცა იმავე “ლილში” ერთწლიანი ვადით გაასხვისეს.

“ბრენდან როჯერსს სურს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე. “ლივერპული” დიდი ხნის განმავლობაში მაკვირდებოდა. როდესაც კლუბის ბაზაზე პირველად მივედი, 15 წლამდე ნაკრებში ჩემ მიერ ჩატარებული მატჩების ვიდეოჩანაწერები მანახეს. ყველამ მიცნო. წარმოუდგენელია“, – ციტირებს ორიგის სიტყვებს ბრიტანული “დეილი მეილი”.

19 წლის ფეხბურთელმა იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რა გრძნობები დაეუფლა გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრებთან შეხვედრისას.

“შოკში ვიყავი. სტივენ ჯერარდმა მისაყვედურა, როგორც გელოდით, ისე სწრაფად არ მოხვედიო. დანიელ სტარიჯიც გავიცანი, ძალიან კარგი ბიჭია”, – აღნიშნა ორიგიმ.

დივოკ ორიგი საყოველთაო ყურადღების ცენტრში ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს მოექცა. მან ბელგიის ნაკრების მიერ მუნდიალზე ჩატარებულ ხუთივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი ბურთი გაიტანა. სწორედ მისი კინკილა გოლის წყალობით დაამარცხეს ბელგიელებმა რუსები. ორიგი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახლავთ, რომელმაც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბურთი გაიტანა. გარდა ამისა, მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში იგი ყველაზე ახალგაზრდა ბელგიელი მოთამაშეა, რომელმაც გოლის გატანა შეძლო.

რაც შეეხება საკლუბო დონეზე ასპარეზობას, მან საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 30 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მოჰამედ სალაჰის რეაქცია, როცა ის იურგენ კლოპმა შეცვალა

4 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “ჩელსი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შეხვედრის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამდენ კლუბს აქვს პრემიერ ლიგა მოგებული?

1992 წლის 20 თებერვალს 22-მა ინგლისურმა კლუბმა ინგლისის პრემიერ ლიგის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. მიმდინარე სეზონი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “სერიოზული დარტყმა მივიღეთ, მაგრამ ეს დასასრული არ არის”

“ლივერპული” პრემიერ ლიგის 29-ე ტურის მატჩში “ჩელსისთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა (0:1). ეს ზედიზე მეხუთე მარცხი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპული” სახლში ზედიზედ ხუთჯერ ისტორიაში პირველად დამარცხდა

მერსესაიდული “ლივერპულის” კრიზისი გრძელდება. იურგენ კლოპის გუნდმა პრემიერ ლიგის 29-ე ტურის მატჩში “ენფილდზე” ლონდონის “ჩ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომელ კლუბში სურს კარიერის გაგრძელება ერლინგ ჰოლანს?

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანს კარიერის გაგრძელება მადრი...
წაკითხვა
ფეხბურთი

სქოულზი: “გრილიშმა “ასტონ ვილა” სასწრაფოდ უნდა დატოვოს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, პოლ სქოულზმა, პრესასთან საუბრისას ჯეკ გრილიშს შეაქო და მას ევროპის ტოპ კლუბში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად გაიმართება “ლივერპულისა” და “ლაიფციგის” მატჩი?

უნგრეთის ფეხბურთის ფედერაცია ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “ლივერპულსა” და “ლაიფციგს” შორის გასამართი შეხვედრა კვლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩემგან რა გინდა? მოკეტე!” – რეშფორდისა და მაგუაირის შელაპარაკება “

3 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგის 29-ე ტურში “კრისტალ პალასმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინგლისურმა კლუბებმა ლოგოებიდან ცხოველები გააქრეს (ფოტო)

“ასტონ ვილამ”, “ვულვერჰემპტონმა” და “ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა” ერთი დღით თავიანთი ლოგოებიდან ცხოველები გააქრეს. ამით ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანტონიო კონტე “ინტერისგან” ვეინალდუმის ტრანსფერს ითხოვს

მერსესაიდული “ლივერპულის” ნიდერლანდელი ნახევარმცველი, ჯორჯინიო ვეინალდუმი, შესაძლოა, იტალიის სერია A-ში ვიხილოთ. ინფორმაციას Sport Mediase...
წაკითხვა
ფეხბურთი

არტეტამ “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი

მიკელ არტეტა ესპანურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ჟოან ლაპორტას “ბარსელონას” მისთვის ჩაბარება სურს. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაფაელ ვარანი, შესაძლოა, პრემიერ ლიგაში ვიხილოთ

მადრიდის “რეალის” ფრანგი მცველი, რაფაელ ვარანი, შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიტემ მსოფლიოს სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. ტიტე თვლის, რომ დღესდღეობით საუკეთესო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერდინანდმა გაიხსენა ისტორია, როცა როი კინმა ვარჯიშზე ახალგაზრდა თანაგუნდელს დაარტყა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა გაიხსენა ისტორია, როცა გუნდის კაპიტანმა როი კინმა ვარჯიშზე ახალგაზრდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

U21: საქართველოს ნაკრები ბათუმში ინგლისს გაეჯიბრება (ვიდეო)

საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მიმდინარე წელს რამდენიმე ამხანაგურ […]...
წაკითხვა