“ორლანდო სიტის” ახალ სტადიონზე პირველი გოლი კაკამ გაიტანა (ვიდეო)
“ორლანდო სიტის” ახალი სტადიონი აქვს. არენაზე, რომელიც 25 ათას მაყურებელს იტევს, პირველი შეხვედრაც გაიმართა. მართალია, გუნდი წინასასეზონი მოსამზადებელ ეტაპს გადის და “სენტ ლუისის” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩი მხოლოდ სპარინგ-შეხვედრა გახლდათ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ახალ სტადიონზე პირველი გოლი გავიდა და ის კაკამ გაიტანა. მატჩის მე-5 წუთზე “ორლანდო სიტის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. საბოლოო ჯამში, შეხვედრა “ორლანდო სიტის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
ახალი სტადიონის დიზაინში ერთი ნიუანსიც გაითვალისწინეს. ტრიბუნაზე დამონტაჟებული 49 სკამი ცისარტყელას სხვადასხვა ფერშია გადაწყვეტილი, რაც გასულ წელს, ქალაქ ორლანდოში მდებარე ჰომოსექსუალთა ბარში 49 მოკლული ადამიანის ხსოვნას ეძღვნება.
5′ | GOOOOOAAAAALLLL! The Captain earns a free kick and buries the chance. Nice way to start things here. ????
1-0 | #WelcomeHome pic.twitter.com/edqFWcB6PC
— Orlando City SC (@OrlandoCitySC) 25 February 2017