ორშაბათს საქართველოს ფუტსალის ლიგა იწყება (ვიდეო)

თარიღი: მარტი 12, 2016

11 მარტს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, ფუტსალში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის – საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016 წლის გათამაშების პრეზენტაცია გაიმართა.

ჩემპიონატის ორგანიზებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, სპორტული სააგენტო SBM განახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი მხარეებს შორის 10 თებერვალს გაფორმდა.

საქართველოს ფუტსალის ლიგა სტარტს 14 მარტს აიღებს და იგი რვა გუნდიანი ფორმატით, ერთ წრედ წარიმართება. წლევანდელ გათამაშებაში, მოქმედი ჩემპიონის „სტუ-თელასის“ გარდა მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „თსუ“, თბილისის „სპარტაკი“, „თბილისი“, „დინამო“ ბათუმი, აფხაზეთი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი „IBSU” და გორის რ-ნის გუნდი „უფლისციხე“.

ჩემპიონობისთვის ბრძოლას საუკეთესო ოთხეული ორ რაუნდიან პლეიოფში განაგრძობს. ჩემპიონის ვინაობა კი ერთ მატჩიან ფინალურ შეხვედრაში, 10 ივნისს გაირკვევა. სიახლე იქნება საპრიზო ფონდთანაც დაკავშირებით – თითო მოპოვებულ ქულაზე გუნდს ფულადი პრემია დაერიცხება. დამატებით ბონუსებს მიიღებენ ფინალში გასული და ჩემპიონი გუნდები. საქართველოს ფუტსალის ლიგის თამაშებს ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

კვირას გამართულ პრეზენტაციაზე, პროექტის შესახებ სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკა ჯღარკავამ და SBM-ის დირექტორმა, ზაალ ჩიტალაძემ ისაუბრეს.

ზაალ ჩიტალაძე: “მინი ფეხბურთი საქართველოში ყველაზე მასობრივი და პოპულარული სპორტის სახეობაა. სფფ-სთან ერთად ჩვენი მიზანია, იგი გულშემატკივრისთვის და კომერციული სტრუქტურებისთვის მიმზიდველ პროექტად ვაქციოდ. წლევანდელი ჩემპიონატი ერთგვარად გარდამავალი ნაბიჯია იმ განვითარების გზაზე, რომელზეც ქართული ფუტსალის წინსვლა უნდა მოხდეს. ეს არაა ერთ წლიანი პროექტი. ყოველი მომავალი სეზონი უნდა იყოს განსხვავებული და ეს ეხება პირველ რიგში ჩემპიონატის ორგანიზების ხარისხს და სათამაშო დონეს, რაც განსაზღვრავს კიდეც ღონისძიების განვითარების მაჩვენებლებს”.

ნიკა ჯღარკავა: “მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო კომპანია SBM-ს იმისათის, რომ ითავა ამ პროექტის განხორციელება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფუტსალში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდეს მაღალ დონეზე. ფუტსალი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა საქართველოში და ფეხბურთის ფედერაცია ყველანაირად ხელს შეუწყობს მის განვითარებას და მასობრიობას. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია ჩემპიონატი ჩატარდეს მაღალ დონეზე, გახდეს საინტერესო როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის და სამომავლოდ კიდევ უფრო დაიხვეწოს ორგანიზების კუთხით”.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რაჯა ნაინგოლანმა სპალ-ს საოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ში, “კალიარისა” და სპალ-ს შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა. “კალიარის” ნახევარმცველმა, [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სასუოლო” – “ინტერის” მატჩის მიმდინარეობისას უცნობი პიროვნებ

იტალიის სერია A-ში, “სასუოლოსა” და “ინტერს” შორის მიმდინარე მატჩის დროს მოედანზე უცნობი პიროვნება პარაშუტით დაეშვა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანლუიჯი ბუფონის ბრწყინვალე სეივი 94-ე წუთზე (ვიდეო)

19 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ბოლონია” მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ის, რის გამოც “ატალანტა” დაისაჯა – რა მოხდა “ლაციოსთან” მატჩ

19 ოქტომბერს, იტალიის ჩემპიონატში “ლაციომ” საკუთარ მოედანზე “ატალანტა” მიიღო და ფრედ 3:3 ითამაშა. აღსანიშნავია, სტუმრები [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის – ემოციური კადრები “უტხრეხტი” – პსვ

19 ოქტომბერს, ჰოლანდიის ჩემპიონატში “უტრეხტმა” საკუთარ მოედანზე პსვ მიიღო. მატჩის მიმდინარეობისას ორივე გუნდის გულშემატკივრები ფეხზე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

აქამდე უცნობი ვიდეო: რა დაემართათ ირლანდიელ ფანებს თბილისში (ვიდეო)

12 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” ირლანდიას დაუპირისპირდა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონობა ბათუმს? – “ლოკომოტივმა” “დინამოს” 94-ე წუთზე მოუგ

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის თბილისურ დერბიში “დინამომ საკუთარ მოედანზე “ლოკომოტივი” მიიღო და 94-ე წუთზე თორნიკე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედოს” ბავშვებმა მოქმედ ჩემპიონთან ღირსეულად წააგეს

ეროვნული ლიგის 31-ე ტური ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “საბურთალოს” შეხვედრით განახლდა. “ტორპედოში” არსებული ფი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედოს” “საბურთალოსთან” მატჩში სათადარიგოთა რიგებში 13 წლის მეკ

საქართველოს Crystalbet ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ქუთაისის “ტორპედო” წყალტუბოში “საბურთალოს” მასპინძლობს. ყველასათვის ცნობილია,...
წაკითხვა
ფეხბურთი

წარმოუდგენელი კადრები: “ვერაკრუზის” პროტესტის დროს “ტიგრესმა” მეტო

19 ოქტომბერს, მექსიკის ჩემპიონატში “ვერაკრუზმა” საკუთარ მეოდანზე “ტიგრესი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ეს მატჩი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა ჩხეტიანი: “ასეთი რაღაც მსოფლიოში შეიძლება ერთხელ მოხდეს”

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა “საბურთალოსთან” გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. “მხოლოდ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სანტოსის” ფეხბურთელის ფინტებს მოედანზე არეულობა მოჰყვა (ვიდეო)

18 ოქტომბერს, ბრაზილიის ჩემპიონატში “სანტოსმა” საკუთარ მოედანზე “სეარა” მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა. მატჩის ბოლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება ქართულ ფეხბურთში? “ვიტ ჯორჯიამ” ვარჯიში შეწყვიტა

ქუთაისის “ტორპედოს” შემდეგ ეროვნული ლიგის აუტსაიდერი, თბილისის “ვიტ ჯორჯია” დიდ ფინანსურ კრიზისშია და გავრცელებული ინფორმაციით...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდინიოს საოცარი საგოლე პასი ამხანაგურ მატჩში (ვიდეო)

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ კოლუმბიური “სანტა ფეს” შემადგენლობაში ითამაშა და “ატლეტიკო ნასიონალის” წინაა...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოლონელმა ფეხბურთელმა გოლი საკუთარი ნახევრიდან თავური დარტყმით გაიტანა (ვიდეო)

ინგლისის ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში, “ბეშფორდ იუნაიტედის” ფეხბურთელმა, სტეფან გალინსკიმ მეტოქის კარში გოლი საკუთარი ნახევრიდან თავური [&hell...
წაკითხვა