ოსიმენთან გადაღებული ფოტოს გამო “რომას” სტიუარდი სამსახურიდან დაითხოვეს
მატეო ლო სისერო “რომა” 0-1 “ნაპოლის” დროს სტიუარდი იყო. ერთადერთი გოლი ოსიმენის დარტყმის შედეგად გავიდა და მატჩის შემდეგ მატეომ მის კუმირთან, ვიქტორ ოსიმენთან ფოტოების გადაღება შეძლო.
ამის გამო, მას ფორმის გახდა მოთხოვეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს.
“ეს ბიჭი კანკალებდა სიხარულისგან. მან მისი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი გაიცნო, ფოტოები გადაიღეს და ისაუბრეს. შემდეგ მენეჯერმა ბიჭს დაუძახა და ფორმის გახდა მოთხოვა. ოსიმენმა ჰკითხა, თუ რამდენი უნდა გადაეხადათ მისთვის და თანხის დასახელების შემდეგ, უთხრა, რომ მას მალე დაუკავშირდებოდნენ. თუმცა მატეოსთვის სამსახურზე უფრო მნიშვნელოვანი ოსიმენთან საუბარი და ფოტოები იყო. აქამდეც უამრავი ფოტო ჰქონდა ვიქტორის ტელეფონში და ოცნება აუხდა” – დაწერა ჟურნალისტმა მანუელ გარდასოლემ.
Gesto di #Osimhen, raccontato da @omaakatugba: giovane steward (dell’Etiopia) gli chiede una 📸, Victor è il suo idolo. Resta incredulo quando gli si siede accanto. La responsabile steward lo ‘caccia’, ma @victorosimhen9 lo rassicura: “Ti farò contattare presto” per un lavoro. pic.twitter.com/kgpWBinVrU
— Manuel Guardasole ✍🏻 (@MGuardasole) October 25, 2022