ოსკარ ტაბარესი კოპა ამერიკიდან გავარდნაზე: “იმას რაც მოხდა, გამართლება არ გააჩნია”
ურუგვაის საფეხბურთო ნაკრების ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, ოსკარ ტაბარესმა, კოპა ამერიკის მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ პრესასთან კომენტარი გააკეთა.
“ამ შედეგმა ჩვენში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია, თუმცა იძულებულნი ვართ, რომ ამას შევეგუოთ. ჩვენ გასამარჯვებლად გავედით მოედანზე, გვინდოდა ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა, რაც არ გამოგვივიდა.
წაგებაც უნდა იცოდე. ერთადერთ ასპექტში ჩავვარდით – თამაშგარეებში. შვიდი თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა, სამ შემთხვევაში კი გოლი გადიოდა.
იმას რაც მოხდა, არანაირი გამართლება არ გააჩნია. არ არსებობს გუნდი, რომელიც ყოველთვის იგებს ან აგებს. ჩვენ მიერ არჩეულ გზას გავუყვებით და ვეცდებით, რომ ამ მარცხისგან კარგი გაკვეთილი მივიღოთ,” – ვციტირებთ ტაბარესის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ ურუგვაის ნაკრები მეოთხედფინალში პერუს ნაკრებთან დამარცხა პენალტების სერიაში (5-4). ერთადერთი გაფუჭებული პენალტი ურუგვაის ნაკრების ლიდერს, ლუის სუარესს, ეკუთვნოდა.