ოთარ კაკაბაძე “ტენერიფეს” ფეხბურთელია

თარიღი: სექტემბერი 26, 2020

საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას “ტენერიფეში” გააგრძელებს.

კაკაბაძე “ტენერიფეს” შვეიცარიული “ლუცერნიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

25 წლის მცველი შვეიცარიაში წასვლამდე “ხიმნატიკში” თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

გასულ სეზონში კუნძულოვანი კლუბი ლა ლიგა 2-ში მე-12 ადგილზე გავიდა.



მსგავსი სიახლეები