ოთარ კაკაბაძე: “ვეცდებით, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი შედეგით დავასრულოთ”
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი მატჩის მასპინძელ ქალაქში 14 ნოემბერს გერმანიაში ჩატარებული სამდღიანი საწვრთნელი შეკრების შემდეგ ჩავიდა. ქართველმა ფეხბურთელებმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ერთი საათი ივარჯიშეს.
საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე გუნდის მცველმა ოთარ კაკაბაძემ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.
“საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების წინააღმდეგ არაერთი წარმატებული შეხვედრა ჩაუტარებია. შვეიცარიის წინააღმდეგ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთი ასეთი წარმატებული მატჩი ჩავატაროთ. ჩვენი მიზანი სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენება და გამარჯვებაა. ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, რადგან შვეიცარიას ძლიერი ნაკრები ჰყავს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ და შევეცდებით, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი შედეგით დავასრულოთ”, – აღნიშნა კაკაბაძემ.
შვეიცარია – საქართველოს მატჩის 18 ათასზე მეტი ბილეთია გაყიდული, 15 ნოემბერს სენტ გალენის სტადიონზე შეხვედრა ანშლაგით ჩაივლის.
მესამე ადგილზე მყოფ შვეიცარიას 11 ქულა აქვს. საქართველო 8 ქულით, მეოთხე პოზიციას იკავებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება, მატჩის რეპორტაჟს საქართველის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
სფფ-ის პრესსამსახური