ოთარ კიტეიშვილი: “დანიის ნაკრებთან ფრე დადებითი შედეგია”

თარიღი: სექტემბერი 9, 2019

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო არენაზე” დანიის ნაკრები მიიღო 0-0 ითამაშა. მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ავსტრიული “შტურმის” ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი იყო. 23 წლის ფეხბურთელმა დანიელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“რა თქმა უნდა, დანიის ნაკრებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო 3 ქულა და კარგად ვითამაშეთ. დანია მაღალი დონის გუნდია და ეს კარგი შედეგია. შეგვეძლო უკეთესად გამოგვეყენებინა მომენტები, როგორც დანიას შეეძლო ეს. მიხარია, რომ არ დავმარცხდით და მოვახერხეთ 1 ქულის აღება. დიახ, ჩვენი მთავარი შანსი ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ერთა ლიგიდან გახლავთ და იმედია ეს თამაშები კარგი გამოცდილება იქნება”, – განაცხადა კიტეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები