ოთარ კიტეიშვილი: “ვეცდებით, ფეხბურთი ვითამაშოთ”

თარიღი: ივნისი 5, 2021

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მზადება განაახლა. 4 ივნისს ვილი სანიოლის გუნდმა ქალაქ ენსხედეში საფეხბურთო კლუბ დე ტუბანტერსის მოედანზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი იყო ჩართული. დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია ირაკლი აზაროვს. გუნდთან ერთადაა საბა კვირკველია, თუმცა ფეხბურთელი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. შეკრებაზე მყოფი სხვა მოთამაშეები ჯანმრთელად არიან და 6 ივნისს გასამართი მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადებიან.

დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ კომენტარი ეროვნული ნაკრების წევრებმა ოთარ კიტეიშვილმა და გურამ გიორბელიძემ გააკეთეს:

💬​ოთარ კიტეიშვილი: “ეროვნულ ნაკრებში გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, არ აქვს მნიშვნელობა ეს მატჩი ამხანაგურია თუ ოფიციალური. რუმინეთთან მოპოვებულ გამარჯვებას ძალიან დადებითი ემოციები მოყვა. ბოლო წუთამდე დაძაბული შეხვედრა გამოდგა. შესაძლოა ჩვენი საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ გამარჯვება მოვახერხეთ და დაშვებული შეცდომები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.

რაც შეეხება ნიდერლანდებთან თამაშს, ვფიქრობ, რომ მსოფლიოსა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. საკმაოდ დიდი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და ასეთი დონის მეტოქესთან თამაში ძალიან სასიამოვნოა. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ, ფეხბურთი ვითამაშოთ და დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ.”

💬​გურამ გიორბელიძე: “კლუბში საკმაოდ მძიმე სეზონი გამოგვივიდა, ძალიან დასანანი ქულები დავკარგეთ, ევროპა ლიგაზე მოსახვედრად რამდენიმე ქულა დაგვაკლდა. ასევე ვითამაშეთ კონფერენციის ლიგის პლეი-ოფში და სამწუხაროდ ორმატჩიან დაპირისპირებაში დავმარცხდით.

​რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, გუნდს მოგვიანებით შევუერთდი, ძალები აღვიდგინე და უკვე 100 პროცენტით მზად ვარ, რომ მომავალ შეხვედრაში მონაწილეობა მივიღო. რუმინეთთან საჭირო თამაში მოვიგეთ და ეს მეტ თავდაჯერებას მოგვცემს. სასიამოვნოა, რომ ამ შეკრებაზე ახალგაზრდა მოთამაშეებს თავის გამოჩენის საშუალება ეძლევათ.”

​საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე 5 ივნისს ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:​

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო) გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია),  ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 6 ივნისს საფეხბურთო კლუბ ტვენტეს სტადიონზე გაიმართება. ამხანაგური მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჩალჰანოღლუს “ინტერში” გადასვლა გადაწყვეტილია

“მილანის” ნახევარმცველის, ჰაკან ჩალჰანოღლუს “ინტერში” გადასვლა გადაწყვეტილია. Sky Sport Italia-ს ცნობით, თურქი ფეხბურთელი ხვალ...
წაკითხვა
ფეხბურთი

თუ ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მოიგებს, ფეხბურთელები თმას ფოდენის სტილში შეიღებავე

ინგლისის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ფილ ფოდენმა განაცხადა, რომ თუ ინგლისელები ევრო 2020-ს მოიგებენ, გუნდის ყველა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნესტა: “მესიმ მენტალურად გამანადგურა”

ვეტერანმა იტალიელმა მცველმა, ალესანდრო ნესტამ ლიონელ მესისთან დაპირისპირება გაიხსენა და თქვა, რომ არგენტინელმა ის მორალურად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ავსტრიელმა და უკრაინელმა ფანებმა ვლადიმერ პუტინს ერთად უმღერეს (ვიდეო)

21 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ქალაქ ბუქარესტში ერთმანეთს უკრაინისა და ავსტრიის ნაკრებები […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რიად მაჰრეზი მეგობარ გოგონასთან ერთად საბერძნეთში ისვენებს (ფოტო)

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი რიად მაჰრეზი მეგობარ გოგონა ტეილორ უარდთან ერთად საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე ისვენებს....
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი კოხრეიძე “გრენობლში” ითამაშებს

“საბურთალოს” 22 წლის კაპიტანი გიორგი კოხრეიძე კარიერას საფრანგეთის ლიგა 2-ის “გრენობლში” გააგრძელებს. “გრენობლსა” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყატარი მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ აცრილ გულშემატკივრებს დაუშვებს

ყატარის პრემიერმინისტრმა ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულ აზიზ ალ ტანიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს 2022 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გორან პანდევი ხვალ სანაკრებო კარიერას დაასრულებს

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კაპიტანმა გორან პანდევმა განაცხადა, რომ ხვალ საერთაშორისო დონეზე უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს. 37 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შჩესნი ესპანეთთან მატჩის წინ სიგარეტს ეწეოდა (ფოტო)

პოლონეთის ეროვნული ნაკრების მეკარე, ვოიცეხ შჩესნი ესპანეთთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, სასტუმროს დატოვებისას სიგარეტთან ერთად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიერი ანრიმ ვარჯიზე ლუკაკუ და დე ბრუინი გაოგნებული დატოვა (ვიდეო)

სოციალურ ქსელ Twitter-ში ბელგიის ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა ვარჯიშზე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. ბელგიელი ფეხბურთელები საჯარიმო […...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოულსენი: “თუ რუსეთის დამარცხება არ შეგიძლია, მომდევნო ეტაპზე ყოფნას არ იმსახურებ

დანიის ნაკრების თავდამსხმელმა იუსუფ პოულსენმა რუსეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, B ჯგუფში სიტუაცია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქეცბაია ქვილითაია-ოქრიზე ნაწყენი არ არის

“ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გიორგი ქვილითაიაზე და თორნიკე ოქრიაშვილზე კომენტარს აკეთებს. ქართველებმა გუნდი დატოვეს [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

თათია გაბუნიას იტალიიდან იწვევენ – პირველი საერთაშორისო ტრანსფერი

“ლანჩხუთისა” და საქართველოს ნაკრების მეკარეს, თათია გაბუნიას იტალიის საფეხბურთო კლუბი იწვევს. გაბუნიას იტალიაში საკმაოდ კარგ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘მას ასეთი რამ არ უნდა ეთქვა’ – ლუის ენრიკე ფერან ტორესზე

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პოლონეთთან მატჩის (1:1) შემდეგ ფერან ტორესის მიერ მატჩის […]...
წაკითხვა