ოთხი გოლი და ემოციების ზღვა ჩრდილო ლონდონურ დერბიში (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მეოთხე ტური ცენტრალურმა დაპირისპირებამ დახურა – “ემირეიტს სტედიუმმა” ჩრდილო ლონდონურ დერბის უმასპინძლა. შეხვედრა ძალიან მაღალ ტემპში და დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა და შეიძლება ითქვას, რომ აფიშა სრულად გაამართლა.
შეხვედრა “მეთოფეთა” უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა “სპურსი” ეფექტურობით გამოირჩეოდა. ანგარიში “ტოტენჰემის” კონტრშეტევის შედეგად გაიხსნა, რასაც კრისტიან ერიქსენს უნდა ვუმადლოდეთ. შეხვედრის მე-40-ე წუთზე გრანიტ ჯაკამ განსაკუთრებულად იუხეშა თავის საჯარიმოში, რასაც ჰარი კეინის მიერ ზუსტად გარდასახული პენალტი მოჰყვა. სტადიონი პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე ალექსანდერ ლაკაზეტის ბრწყინვალე გოლით გამოცოცხლდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში “არსენალის” დომინირება გრძელდებოდა, თუმცა ჰუგო ლორისი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. 71-ე წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გატანილი გოლით უნაი ემერის გამარჯვების იმედი მისცა, თუმცა ამაოდ. შეხვედრაში მეტი გოლი არ გასულა.