ოთო გოშაძე – მეკარე ყველა ასაკობრივ ნაკრებში

თარიღი: თებერვალი 21, 2014

ის ერთ-ერთი გამორჩეულია თავის თაობაში. საქართველოს 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებისა და საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ კარის დარაჯი – ოთო გოშაძე ამბობს, რომ ნაკრებში სათამაშოდ მას დამატებითი სტიმული არ სჭირდება, რადგან ნაკრების მაისურის ტარება უკვე დიდი მოტივაციაა.

ოთო ბავშვობიდან „საბურთალოში“ თამაშობს…

ოთო გოშაძე: „ბავშვობიდან ვგიჟდებოდი ფეხბურთზე. სკოლაში, შესვენებებზე სულ ვთამაშობდით. ერთხელ, ჩემმა ფიზკულტურის მასწავლებელმა მითხრა, სადმე გუნდში რომ მიხვიდე და სცადო, კარგი იქნებაო და მამაჩემმაც „საბურთალოს“ სკოლაში მიმიყვანა. პირველი ერთი წელი თავდამსხმელად ვთამაშობდი, მაგრამ ყოველთვის ყველაზე მაგარი და მნიშვნელოვანი ტიპები ისინი მეგონა, ვინც კარში იდგა და ხელთათმანი ეკეთა. ერთხელაც, ერთ თამაშში კარში ჩამაყენეს. იმ დღეს გოლი არ გამიშვია და იმის მერე, კარიდანაც აღარ გამოვსულვარ. ჩემი პირველი ტურნირი იყო „ვაკის თასი“, სადაც ცხოვრებაში პირველი პრიზი – საუკეთესო მეკარის ჯილდო ავიღე.“

–         საკმაოდ პატარა ასაკიდან ასაკობრივ ნაკრებებში ხარ… როდის „იგრძენი“ ნაკრების ფორმა და ის პასუხისმგებლობა, რაც ამ ყველაფერს თან ახლავს?

–         პირველად გამომიძახეს „არველაძის ფონდის“ მიერ გაკეთებულ ნაკრებში და წავედით ამსტერდამში, საერთაშორისო ტურნირზე, სადაც მონაწილეობდნენ „ჩელსის“, „აიაქსის“, „ალკმაარის“, „ინტერის“ ბავშვთა გუნდები. ისეთი პატარები ვიყავით, რომ ვერც აღვიქვით, სად და რატომ მივდიოდით. ამ ტურნირზე, მე და ნიკუშა ადეიშვილი გავხდით საუკეთესო მეკარეები და პრიზი ედგარ დავიდსმა გადმოგვცა.

მერე, 13-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში ვიყავი რიგაში, საერთაშორისო ტურნირზე. ამ დროს უკვე სხვა განცდები მქონდა და ბევრად მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ნაკრების ფეხბურთელის სტატუსს. ჰიმნზე დგომა ისეთი რამაა, რაც არ უნდა ვეცადო, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ… რიგის ტურნირი ჩვენ მოვიგეთ და მაშინ მივხვდი, რა იყო საქართველოს ნაკრებში თამაში.

საერთოდ, ნაკრები ჩემთვის ყველაზე მაღლა მდგომი თემაა. კლუბში თამაშს სხვა დატვირთვა აქვს. ნაკრებში კი, შენი ქვეყნის სახე ხარ, მის ღირსებას და სახელს იცავ. ნაკრებში მე დამატებითი სტიმული არ მჭირდება, რადგან მისი მაისურის ტარება უკვე დიდი მოტივაციაა. ვერაფერი შეედრება იმას, რომ თამაშობ საკვალიფიკაციო ეტაპს, ელიტრაუნდს, ევროპის ჩემპიონატს…

–         გამორჩეული მომენტებიც გავიხსენოთ… მაგალითად, მე არასდროს დამავიწყდება 2012 წლის ნოემბერში, გიორგი დევდარიანის 17-წლამდე ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში – შოტლანდიასთან სახე რომ დაიზიანე და დაბინტულმა თამაში მაინც ბოლომდე რომ ჩაამთავრე…

–         კი, ეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი იყო. შოტლანდიასთან თამაში აუცილებლად უნდა მოგვეგო, თორემ, ელიტრაუნდზე ვერ გავდიოდით. მეორე ტაიმის დასაწყისში 1:0 ვიგებდით და ერთი-ერთზე გამოსულ თავდამსხმელს ჩავუწექი და ბურთი ავაცალე. მისი ფეხი კი, სახეში მომხვდა. ისე დამიბუჟდა ყველაფერი, ტკივილს კი არა, ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. რაც არ უნდა მომსვლოდა, ვერც წარმომედგინა, რომ მოედანს დავტოვებდი და არც შემცვალეს მწვრთნელებმა, ბოლომდე მენდნენ. მერე და მერე დამეწყო ტკივილები, მაგრამ ისე არა, რომ ვერ გამეძლო. საბოლოოდ, 3:0 მოვიგეთ და ელიტრაუნდშიც გავედით.

ყველაზე ცუდად კი, ალბათ, ავსტრიაში გამართული ელიტრაუნდი მახსენდება… ბოლო თამაშში, ავსტრიასთან. პირველი გოლი ჩემი ბრალი იყო და საბოლოოდ, ერთი ბურთი დაგვაკლდა ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად, 1:2 წავაგეთ. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო. კარგა ხანს ვერ მოვინელე…

აი, წელს კი, დიდი შანსები გვაქვს, რომ არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი გვქონდეს და ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი. ელიტრაუნდები ჩვენთვის უდიდესი გამოცდილებაა. ეროვნულ ნაკრებამდე ისე მიდიხარ, რომ უკვე ყველა დონეზე, ყველანაირ მეტოქესთან გაქვს ნათამაშები.

–         ოთო, შენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ პლიუსად თერთმეტმეტრიანებში დამაჯერებელ თამაშს მიიჩნევენ. ამაზე საგანგებოდ მუშაობ?

–         გიორგი დევდარიანის ნაკრებში მეკარეების მწვრთნელია ირაკლი ბალაძე. ვარჯიშების შემდეგ ვრჩებოდით და პენალტებზე ვვარჯიშობდით; თავის გამოცდილებას მიზიარებდა და უამრავ დეტალში მარკვევდა. თავისებური ტაქტიკა ამასაც აქვს. ანუ მნიშვნელოვანია ფეხბურთელის დგომა, როგორ უდგას ბურთს, როგორ ემზადება… ყველაფერი გასათვალისწინებელია. პენალტებში ლოგიკა ძალიან მნიშვნელოვანია; მთლად გამართლებაზეც არაა, როგორც ბევრს ჰგონია.

–         ვინ არის შენი საყვარელი პარტნიორი მოედანზე? ვის ენდობი ყველაზე მეტად?

–         მოედანზე ყველაზე მეტად ჯიმი ტაბიძეს ვენდობი. მისი იმედი ყოველთვის მაქვს. დიდი ხანია ერთად ვთამაშობთ და ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის მოედანზეც და მის გარეთაც. ვთვლი, რომ ჯიმი დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა ახალგაზრდა მცველებს შორის. გამორჩეულ მოთამაშეებად მიმაჩნია ლუკა ზარანდია, დათო ჯიქია, ნიკა ჭანტურია… ნიკასნაირი კაპიტანი და გუნდის ნამდვილი ლიდერი ბევრ ნაკრებს არ ჰყავს და ლუკა ზარანდიას ჩაგდებული თამაში არ მახსოვს. ჩემი აზრით, 95, 96 და 97-იანები ის თაობაა, რომელიც ქართული ფეხბურთის პრესტიჟს აღადგენს და საქართველოში გამარჯვებას დააბრუნებს.

–         ელიტრაუნდები უკვე კარს მოგვადგა… რას ფიქრობ და პროგნოზის გაკეთება თუ შეგიძლია?

–         ელიტრაუნდები ჩვენთვის უდიდესი გამოცდილებაა. 17-წლამდელთა ელიტრაუნდზე განსაკუთრებით ველოდები გერმანიასთან თამაშს. შარშან, გიორგი დევდარიანის ნაკრებში ყოფნისას, გერმანიას ამხანაგური მატჩი ვეთამაშეთ და წავაგეთ. სწორედ, ასეთ გუნდთან უნდა გამოსცადო რეალურად შენი ძალები. ვთვლი, რომ პირველი მატჩი გადამწყვეტი იქნება.

რაც შეეხება 19-წლამდე ნაკრებს, იმედი მაქვს, ისევ გამომიძახებენ. 95-იანები საოცარი გუნდია, ყველასგან გამორჩეული და ხალხსაც განსაკუთრებულად უყვარს. საკვალიფიკაციო ეტაპის წინ, ვარჯიშზე ძელს თავით დავეჯახე და ნაკრებს ამიტომ გამოვაკლდი. ძალიან ძნელია ტრიბუნიდან ცქერა… თერთმეტჯერ მეტად ვნერვიულობდი. მინდოდა, მათთან ერთად მებრძოლა. არ ვარ მიჩვეული გარედან ყურებას. მინდა, მადლობა ვუთხრა ვასილ მაისურაძეს ნდობისთვის და იმედი მაქვს, ელიტრაუნდზე 19-წლამდელებთან ერთად ვიქნები. ჩვენი ნაკრები მე ამ ჯგუფის ფავორიტად მიმაჩნია. და არა მარტო ამ ჯგუფის. ეს ნაკრები თავის ასაკში ფავორიტია ევროპაში.

–         ოთო, შენ ახლა იწყებ პროფესიონალურ კარიერას და რას ფიქრობ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ წარმატებული იყო?

–         ჩვენი თაობა უკვე სხვა მენტალიტეტისაა. სხვანაირად ვფიქრობთ, ვგეგმავთ ჩვენს მომავალს, განსხვავებული მიდგომები გვაქვს… ამ მხრივ, ნაკრებებში ჩემი თანაგუნდელები გამორჩეულები არიან. წარმატებული კარიერა რომ გქონდეს, ფეხბურთი უგონოდ უნდა გიყვარდეს და სხვა არაფერზე ფიქრობდე. ძალიან, ძალიან ბევრი უნდა იშრომო, მომთმენი უნდა იყო და შენს დროს დაელოდო, რომელიც აუცილებლად მოვა. შრომა და თავდადება არასდროს დაგეკარგება.

ჩვენთან „თავში ავარდნის“ პრობლემაზე ხშირად საუბრობენ და ეს ქართველი ფეხბურთელების პირველი მტერია. თუ ეს დაგემართა, მარტო შენი ბრალია და სხვა არავისი. რაც არ უნდა გაქონ, შენზე წერონ, სიუჟეტები აკეთონ, ყურადღების ცენტრში იყო,  მაინც შენზეა დამოკიდებული – როგორ მიიღებ ამ ყველაფერს. ამასაც საქმიანად უნდა მიუდგე; ისევე, როგორც შენს პროფესიას. შენს ქვეყანაში რომ გიცნობენ, ეგ კარგია, მაგრამ არაა საკმარისი… შენი საქმე ისე უნდა აკეთო, რომ ყველამ დაგინახოს და გაგიცნოს.

–         შენს სამომავლო გეგმებსა და სურვილებზეც გვითხარი….

–         ჩემი მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშია და იმედია, ნაბიჯ-ნაბიჯ, თავის დროზე მაქამდეც მივალ. ამაზე რომ ვფიქრობ, ისე შევდივარ ემოციებში, მგონია, უკვე მოედანზე ვარ…

რაც შეეხება საკლუბო კარიერას, შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ ჯერ წასვლას არ ვჩქარობ. თან, სრულწლოვანიც არ ვარ. ევროპაში თამაშები ახლაც ბევრჯერ მიწევს, ნაკრებების შემადგენლობაში. ჩვენს ასაკში მთავარია გქონდეს მაქსიმალური სათამაშო პრაქტიკა და „საბურთალოში“ მე ეს მაქვს.

ჩემმა ძმამ წელს დაამთავრა კრუიფის ინსტიტუტი და გახდა საფეხბურთო აგენტი. ასე რომ, ის ყველაფერში დამეხმარება. მინდა, დასაწყისისთვის გერმანიის ან ჰოლანდიის სკოლა გავიარო. ისე, ჩემი ოცნებაა პრემიერლიგა…

 

სფფ-ის პრესსამსახური

 



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა