WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (374780) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ოთარ კიტეიშვილი: “გულშემატკივრის დახმარებით წარმატებას მივაღწევთ”

თარიღი: ოქტომბერი 12, 2018

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მესამე ტურისთვის მზადების დასკვნით ეტაპზეა. ეროვნულ გუნდში გამოძახებული 24 ფეხბურთელი სრული დატვირთვით ემზადება. საწვრთნელი პროცესის მეოთხე დღეს, ს.კ. “ზესტაფონის” თბილისის ზღვის ბაზაზე, ვარჯიში ერთი საათი გაგრძელდა. ამ დროისთვის, შეკრებაზე მყოფი თითოეული ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

„პირველ ორ მატჩში მიღწეული წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, ორი მატჩის შემდეგ 6 ქულა გვაქვს, თუმცა ახლა მოდუნების უფლება არ გვაქვს, წინ ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. ამ მატჩებისთვის აუცილებელია კარგად მომზადება და სწორი ტაქტიკის შერჩევა. ჩვენ უკვე 4 დღეა შეკრებაზე ვართ და სწორედ ამაზე ვმუშაობთ. თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა შევიკრიბეთ, ამ ეტაპზე ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და იმედი გვაქვს, რომ ქართველი გულშემატკივრის დახმარებით, წარმატებას მივაღწევთ”, – განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, ერთა ლიგის შეხვედრაში მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელების პრესკონფერნეცია “დინამო არენაზე” ჩატარდება. საქართველოს მომავალი მეტოქე – ანდორა მატჩის მასპინძელ სტადიონზე 12 ოქტომბერს ივარჯიშებს. საქართველოს ნაკრები შეხვედრამდე ბოლო ვარჯიშს კვლავ ს.კ. “ზესტაფონის” თბილისის ზღვის ბაზაზე გამართავს.



მსგავსი სიახლეები