ოვერმარსს “აიაქსიდან” წასვლა ქალი კოლეგებისთვის არასასურველი მესიჯების გაგზავნის გამო მოუწია

თარიღი: თებერვალი 7, 2022

“აიაქსის”, “ბარსელონას” და “არსენალის” გამორჩეულ ნიდერლანდელ ფეხბურთელს მარკ ოვერმარსს, რომელიც ბოლო 10 წელი “აიაქსის” სპორტული დირექტორი იყო, გუნდიდან წასვლა ქალი კოლეგებისთვის შეუსაბამო წერილების გაგზავნის გამო მოუწია.

როგორც გაირკვა, 48 წლის ოვერმარსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში კლუბის სტრუქტურაში მომუშავე ქალებს არასასურველ მესიჯებს უგზავნიდა, რაც ცნობილი უკანასკნელ დღეებში გახდა.

“მრცხვენია, სამწუხაროდ, მე ვერ გავაანალიზე, რომ ყველა ზღვარს გადავედი. მოულოდნელად უდიდესი ზეწოლა ვიგრძენი, ბოდიშს ვიხდი. უეჭველია, ჩემი პოსტისთვის ჩემი საქციელი მიუღებელია, მე ამას ახლა ვხვდები, მაგრამ უკვე გვიანია. სხვა გზას ვერ ვხედავ, გარდა “აიაქსის” დატოვებისა. ამას ახლა უდიდესი გავლენა ექნება ჩემს პირად სიტუაციაზე, ამიტომ ყველას ვთხოვ, მე და ჩემი ოჯახი მარტო დაგვტოვოს“, – განაცხადა ოვერმარსმა.

“აიაქსის” აღმასრულებელმა დირექტორმა ედვინ ვან დერ საარმა თანამშრომლებს უსაფრთხო გარემოში მუშაობას დაპირდა.

“ჩემი როლიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობას მეც ვრძნობ კოლეგების წინაშე. უსაფრთხო სპორტი და უსაფრთხო სამუშაო გარემო ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლა კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ ამას.

მე და მარკი 1990-იანი წლიდან მოყოლებული ვთამაშობდით “აიაქსში”, ნიდერლანდების ნაკრებში და შემდეგ “აიაქსის” მენეჯმენტში უკვე 10 წელზე მეტია ერთად ვართ. ეს ჩემთვის უბრალოდ გასროლილი ინფორმაციასავით იყო. ჩვენ “აიაქსში” მნიშვნელოვან და მშვენიერ რაღაცებზე ვმუშაობთ და ეს ამბავი ყველა შეძრავს, ვისაც კლუბი უყვარს”, – თქვა ედვინმა.

ოვერმარსმა ამსტერდამელებთან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2025 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა გუნდი უკვე დატოვა.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კარგი ამბავი კვარასთვის – ლაურენტისმა პირადად მოსთხოვა გარსიას

ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას პირადად მოსთხოვა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუი სერიოზულად დაფიქრდა – 15 მილიონი

იტალიური მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს “ალ-ნასრი” “ნაპოლის” მარცხენა მცველის, მარიო რუის დამატებით არის დაინტერესებული. რუის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოჯი: “ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ ერთი რამე შეუძლია”

“იუვენტუსის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, თუმცა უარყოფითად. “კვარაცხელია უდავოდ ნიჭიერია, მაგრამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯერ მარუშიჩი, ახლა იმრანი – “დინამოს” მორიგი ლიდერი გაექცა

1 წლის წინ სერბმა თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა ეროვნულ ლიგას დასცინა, “დინამოც” უნებართვოდ დატოვა, როცა კონტრაქტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” კვარას სანაცვლოდ 100 მილიონს იხდის

Gazzeta Dello Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” მზად არის “ნაპოლის” ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ხვიჩას ფული არ აინტერესებს, მხოლოდ თამაში უნდა”

იტალიურ პრესაში კვლავ აქტიურად განიხილავენ “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას დამოკიდებულებას ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ. ჯერ [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური მედია: გარსიამ ხვიჩას აჩვენა, თუ ვინ არის ბოსი

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ “ბრაგას” წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან 66-ე წუთზე გაიყვანა, მიუხედავად იმი...
წაკითხვა
ფეხბურთი

საბოლოოდ – რა ხდება კვარას კონტრაქტზე?

უკვე რამდენიმე თვეზე მეტია იწერება, რომ ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლისთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს და 1.2 მილიონი ევროდან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად არის ნეიმარი? თომა ტაბატაძემ “ალ ჰილალს” გაუტანა (ვიდეო)

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ნეიმარის “ალ ჰილალი” თომა ტაბატაძის “ნავბაჰორს” ეთამაშება. ნეიმარის მხარდამხარ მიტროვიჩი და მალკომიც [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური მედია: ცნობილია მიზეზი, თუ რატომ “აღარ” თამაშობენ კვარა და ოსიმენი

იტალიური მედია აქტიურად განიხილავს “ნაპოლის” წარუმატებლად დაწყებულ სეზონს და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ახალ მწვრთნელს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქუთათელაძე რუსეთში დაბრუნდა და გაგნიძის “დინამოს” ქუსლით გაუტანა (ვიდეო)

ნიკოლოზ ქუთათელაძე “როდეზიდან” რუსულ “პარიში” დაბრუნდა, სადაც 82-ე წუთზე მოედანზე შევიდა და 88-ე წუთზე ქუსლით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან სალუქვაძე: “ჩაკვეტაძის მამამ “ბაიერნში” გადასვლაზე უარი თქვა”

სპორტულმა კომენტატორმა, თბილისის “დინამოს” პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ლევან სალუქვაძემ “სარბიელის” გადაცემაში გიორგი ჩაკვე...
წაკითხვა
ფეხბურთი

მერაბ მეტრეველი: “ვის უნდა ისეთი მწვრთნელი, რომელიც გუნდს ავალებს 2-ზე მეტი გოლი არ

ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრებზე დაწერა. “მეტრეველი: “სანიოლი სასწრაფოდ გასაშვებია და კობიაშვილი – ...
წაკითხვა
ფეხბურთი

შარაშენიძე: “ფეხბურთში რამდენი თამაში უნდა წავაგოთ სამარცხვინოდ, რომ რეალობა გავიაზრ

ლექტორმა თორნიკე შარაშენიძემ, რომელიც ფეხბურთზე საკმაოდ ხშირად წერს ხოლმე, ნორვეგია-საქართველოს მატჩი შეაფასა. “ჩემი დაკვირვებით უკვე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ნორვეგიასთან

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს 22:45 წუთზე ნორვეგიას დაუპირისპირდება. ვილი სანიოლისგან ბევრ ცვლილებას უნდა ველოდოთ და […]...
წაკითხვა