ოვერტაიმების დღე თასის მეოთხედფინალებში (მატჩისშემდგომი კომენტარები)

თარიღი: დეკემბერი 7, 2014

საქართველოს თასის გათამაშების 3 ნახევარფინალისტი ცნობილია. დღეს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 3 მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა სამივე წყვილში იმ გუნდებმა იმარჯვეს, რომლებმაც სერიის პირველი შეხვედრა მოიგეს.

დებულების თანახმად, მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდე გრძელდება. წინა კვირაში გამართული მატჩების შედეგად ფავორიტად მიჩნეული გუნდები სერიაში დაწინაურდნენ, დღეს კი საპასუხო შეხვედრები გაიმართა და გაირკვა:

ნახევარფინალში ზედმეტი გართულების გარეშე გავიდა „ბათუმი“, რომელსაც სერიის პირველი მატჩი „სოხუმთან“ აჭარაში 80:65 ჰქონდა მოგებული. დღეს გამართულ საპასუხო მატჩში პირველი ტაიმი თანაბარი იყო. პირველი და მეორე მეოთხედები ფრედ დასრულდა და დიდი შესვენებისთვის 34:34 დაფიქსირდა.

ბათუმელებმა „სოხუმი“ მესამე პერიოდში გატეხეს. ფერადკანიანმა მოთამაშეებმა – ბიჯეი იანგმა და ნიკ კელოგმა შესაშური მიზანი გამოავლინეს და აჭარულ კლუბს ათწუთეული 30:15 მოაგებინეს. ბოლო პერიოდში სოხუმელებმა მოინდომეს, მაგრამ მაქსიმუმი, რაც შეძლეს, ღირსეული ანგარიშით დამარცხებაა. გიორგი ჯგერენაიას და ირაკლი ჩლაიძის შედეგიანობით სოხუმელებმა ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს და საბოლოოდ 72:79 დამარცხდნენ.

ბათუმელთაგან იანგმა იყოჩაღა, რომელმაც 28 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. 15 ქულა დააგროვა კელოგმა, ხოლო ნოდარ თენიეშვილს ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა – 11 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. სოხუმელთაგან 19 ქულითა და 13 მოხსნით გიორგი ჯგერენაია გამოირჩა.

ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა შინაგან საქმეთა აკადემიის გუნდისა და „ქუთაისის“ შეხვედრა. სერიის პირველ მატჩში ქუთაისელებმა იოლად იმარჯვეს, საპასუხო შეხვედრაში კი ფავორიტად კოტე ტუღუშის „შსს-აკადემია“ მიიჩნეოდა.

აკადემიელები გამარჯვებასთან ახლოსაც იყვნენ, თუმცა ბოლო წუთებზე დაშვებული უპატიებელი შეცდომების გამო დამარცხდნენ. ძირითადი დროის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე თბილისური გუნდი 9 ქულით იგებდა და გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს იყო.

სწორედ კრიტიკულ მომენტში იყოჩაღეს ქუთაისელებმა. გიორგი ბარბაქაძემ სამქულიანი ჩააგდო, რასაც ორიანი მოაყოლა და სტუმართა ჩამორჩენა 4 ქულამდე შემცირდა. აკადემიელებმა ზედიზედ მესამე შეტევაში ვერ იხეირეს, ქუთაისელებმა კი მეტოქეს შეცდომა არ აპატიეს და ვახტანგ ქადარიამ ორქულიანით „ქუთაისი“ მასპინძლებს 75:77 მიაახლოვა. ქადარიამ დაცვაშიც იყოჩაღა და აკადემიელ ბექა ჩიკვილაძეს დააფარა, რასაც დავით ბარბაქაძის შედეგიანი გარღვევა და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა 77:77.

ბოლო შეტევა მასპინძლებს დარჩათ, თუმცა გუნდის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ცინცაძემ გადამწყვეტი სროლა გააცუდა და თამაში დამატებით დროში გადავიდა. ექსტრახუთწუთეულის პირველსავე წუთზე ცინცაძის ზუსტი გარღვევით აკადემიელები დაწინაურდნენ, თუმცა ქუთაისელებმა დარჩენილ დროში დამაჯერებლად ითამაშეს როგორც შეტევაში, ისე დაცვაში და გამარჯვება გაინაღდეს.

გამარჯვებულებს 27 ქულით დავით ბარბაქაძემ ულიდერა. 16 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა მიითვალა ზაურ ფაშაევმა, ხოლო ვახტანგ ქადარიამ და გიორგი ბარბაქაძემ 14-14 ქულა მიითვალეს.

სერიის პირველი მატჩის მსგავსად გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა „ოლიმპმა“ ამჯერადაც ბოლომდე იბრძოლა, შეხვედრა ორჯერ დამატებით დროში გადაიყვანა, მაგრამ გასული წლის ჩემპიონსა და მიმდინარე სუპერლიგის ლიდერ „დინამოსთან“ მაინც დამარცხდა.

„ოლიმპი“ ქების ღირსია, რადგან უპირობო ფავორიტად მიჩნეულ „დინამოს“ არაფერი დაუთმო. პირველი მეოთხედის 7 ქულით მოგების შემდეგ ოლიმპელებმა პოზიციები დათმეს და დიდი შესვენებისთვის 6 ქულით ჩამორჩნენ. ბოლო ათწუთეულის წინ „დინამო“ 7 ქულით იგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე ნუგზარ აბულაძის, ნოდარ გოგოძის და მათი თანაგუნდელების შეუპოვრობით კაზანჯიანის გუნდმა ძირითადი დროის დასრულებამდე 8 წამით ადრე ანგარიში გაათანაბდა – 77:77.

ცნობისთვის, ამ ანგარიშით დასრულდა დღეს გამართული შეხვედრის ძირითადი დრო „შსს-აკადემიასა“ და “ქუთაისს“ შორის. დამატებით 5-წუთეულში დაძაბული ბრძოლა წარიმართა და კვლავ ფრე დაფიქსირდა – 4:4, რის შემდეგაც მეორე ოვერტაიმი დაინიშნა.

ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო, თუ ვინ მოიგებდა. ორივე გუნდი ინარჩუნებდა შანსს, თუმცა გადამწყვეტ წუთებზე გამოცდილებამ თავისი გაიტანა – ლაშა გამყრელიძის, ილია ლონდარიძის და რიჩარდ მათიაშვილის სტაბილური თამაშის წყალობით „დინამომ“ გამარჯვების მოპოვება (91:87) მოახერხა და ნახევარფინალში გავიდა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

სოხუმი- ბათუმი  72:79

მიხეილ კობაშავიძე („ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ჩემს ბიჭებს ამ  წარმატებას. გავმეორდები და ვიტყვი რომ შეთამაშება ჯერ კიდევ გვაკლია. დღევანდელი მატჩში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა თამაში და სასიხარულოა, რომ მოვიგეთ.

ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): „ბათუმი“ ფავორიტია და ეს შედეგი ლოგიკური იყო. მეტოქე გუნდი სამი ამერიკელი ლეგიონერითაა დაკომპლექტებული, ამასთან დღეს  ფორტუნაც მის მხარეს აღმოჩნდა. მიუხედევად ამისა, ჩვენი მიზნისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და  ბათუმში რევანშისთვისაც მოვემზადებით.

 შსს აკადემია – ქუთაისი  88:96
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): ძალიან დასანანი მარცხი განვიცადეთ. ალბათ ზოგიერთმა, მათ შორის ჩემმა მოთამაშეებმაც, იფიქრეს, რომ თამაში მოგებული იყო, 2 წუთი იყო დარჩენილი და სოლიდური უპირატესობა გვქონდა. ჩემს მოთამაშეებს ყოფნით გამოცდილება, რომ ასეთი უპირატესობა შეინარჩუნონ, თუმცა დღეს. სამწუხაროდ. ეს ვერ მოვახერხეთ და წავაგეთ. ალბათ, თავი იჩინა იმანაც, რომ როტაციის საშუალება თითქმის არ გვაქვს, 5-6 კაცი თამაშობდა. სამწუხაროა, რომ წავაგეთ, თუმცა სეზონი გრძელდება, ბრძოლაც გრძელდება და ვეცდებით, გამოვასწოროთ თამაში.

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ ჩვენს გუნდს და გულშემატკივრებს ამ წარმატებას. ძალიან პრინციპული გამარჯვება იყო ჩვენთვის, მაქსიმალურად ვცდილობთ, შარშან მოგებული თასი წელსაც შევინარჩუნოთ. ძალიან კარგი თამაში შედგა, ნელ-ნელა ვუახლოვდებით იმ ფორმას, რომელშიც უნდა ვიყოთ და იმედია, მაყურებელს არაერთ სანახობრივ და კარგ თამაშს ვუჩვენებთ.

ოლიმპი – დინამო   87:91

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): ველოდით ასეთ დაძაბულ შეხვედრას. ფსიქოლოგიურად არ ვიყავით ბოლომდე მომზადებულები. ძალიან ბევრი ხარვეზი გვქონდა, თუმცა, გვაქვს 2 კვირა იმისთვის, რომ ვიმუშაოთ და გავაგრძელოთ წარმატებული თამაში. თასის მომდევნო ეტაპი ჯერ შორს არის, ამიტომ, პირველ რიგში, რეგულარული ჩემპიონატის მატჩებისთვის მოვემზადებით.

გია კაზანჯიანი „(ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი): ძალიან საინტერესო თამაში იყო და გულშემატკივარმა დიდი სიამოვნება მიიღო ამ მატჩით. მეორე ოვერტაიმში დავმარცხდით. წაგება ზოგადად არასასიამოვნო მომენტია, მაგრამ ამ თამაშში უფრო მეტი დადებითი იყო ვიდრე უარყოფითი. დავმარცხდით ძალიან ძლიერ და  გამოცდილ გუნდთან.  მივულოცავ „დინამოს“ ამ გამარჯვებას, ჩემს  ბიჭებს კი დიდი მადლობა ასეთი ბრძოლისა და თავდადებისთვის.

superleague.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

“ფორბსმა” მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენი დაასახელა

მიუხედავად იმისა, რომ კონორ მაკგრეგორმა 2020 წელს მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა, ის ჟურნალმა “ფორბსმა” მსოფლიოს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რამდენია ფილიპ ორშულას ხელფასი? – ფეხბურთელი, რომელიც მე-4 ლიგაში თამაშობს

“დინამო თბილისის” სლოვაკი ლეგიონერი ფილიპ ორშულა განაცხადშიც ვერ ხვდება და მე-2 გუნდში, მე-4 ლიგაში სათადარიგო […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ რობინ ლოპესს ზედიზედ ორჯერ დაუფარა (ვიდეო)

9 მაისს, NBA-ში ერთმანეთს “ინდიანა პეისერსი” და “ვაშინგტონ უიზარდსი” დაუპირისპირდნენ. “ინდიანას” რიგებში 15:42 წუთ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ოლიმპის” კალათბურთელებმა ერთმანეთთან იჩხუბეს (ვიდეო)

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში “ცხუმ-აფხაზეთმა” “ოლიმპი” 97:74 დაამარცხა. მატჩის მიწურულს სკა...
წაკითხვა
კალათბურთი

“დაეგდე!” – გოგა ბითაძე და მისი მწვრთნელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდ

6 მაისს, NBA-ში “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “საკრამენტო კინგსი” მიიღო და 93:104 დამარცხდა. მასპინძელთა ქართველმა [&he...
წაკითხვა
კალათბურთი

ცნობილია, რატომ არ შეუშვეს გიორგი შერმადინი რუსეთში

ესპანური “ტენერიფეს” ცენტრს, გიორგი შერმადინს რუსეთში, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის შეხვედრები უნდა გამართულიყო, არ უშვებდნენ. [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს (ფოტო)

ესპანური “ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინი რუსეთში, სადაც ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპის მატჩები უნდა გაიმართოს, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ზაზა, ძალიან მიყვარხარ!” – დვალიშვილი კოდი სტამანთან გამარჯვების შემდეგ

მერაბ დვალიშვილმა დღეს UFC-ში მე-8 შეხვედრა გამართა. ქართველი მებრძოლი ამერიკელ კოდი სტამანს დაუპირისპირდა და მეტოქე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“კარგია, რომ ბათუმში არ ვითამაშებთ” – რუსეთის ნაკრების მწვრთნელი

რუსეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი ბაზარევიჩმა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ევრობასკეტი 2022: საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევრობასკეტი 2022-ის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი, [&hel...
წაკითხვა
სხვადასხვა

“გიორგი, ველოდებით შენს დაბრუნებას!” – ემოციური მიმართვა ჩაკვეტაძეს (ვიდ

სოციალურ ქსელში Sport Fans-ის მიერ დამზადებული ვიდეოკლიპი გავრცელდა. ცნობილი ქართველი სპორტსმენები და ხელოვანები ბელგიური “გენტის” [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “ჯერ არაფერი მოგვიგია”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მეორე მატჩში “ლივერპულთან” დასრულებული მ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ NBA-ში პირადი რეკორდი დაამყარა! (ვიდეო)

8 აპრილს, NBA-ში “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებსი “მინესოტა ტიმბერვულვზს” დაუპირისპირდა და 141:137 გაიმარჯვა. გოგა ბითაძე [...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის 10 ქულა და 7 მოხსნა “შარლოტის” წინააღმდეგ (ვიდეო)

3 აპრილს, NBA-ში, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში “შარლოტ ჰორნეთსს” დაუპირისპირდა და 97:114 დამარცხდა. [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის დაფარება “დალასთან” მატჩში (ვიდეო)

27 მარტს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “დალას მავერიქსი” მიიღო და მეტოქე 109:94 […]...
წაკითხვა