ოვონიკოკო დაბრუნდა!

თარიღი: ოქტომბერი 8, 2013

ყოველთვის ძნელია დაბრუნდე იქ, სადაც შენგან სასწაულს ელიან; სადაც საუკეთესო იყავი; საიდანაც რომელიმე ევროპულ გრანდში უნდა მოხვედრილიყავი _ „რენში“, „გენკში“ თუ „ეინდჰოვენში“; ძნელია მიხვიდე და ითამაშო იმ გუნდში, სადაც სული და გული ჩადე და ერთ წამში მიღებულმა ტრავმამ ლამის თავდაყირა დააყენა შენი მომავალი, მაგრამ…

– მე „გაგრა“ და საქართველო ძალიან მიყვარს. რომ არა ეს გუნდი, ვინ იცის ვითამაშებდი კი ფეხბურთს? „გაგრა“ სულ უნდა არსებობდეს, – ამ სიტყვების ავტორს უკან დაბრუნება არ გაუჭირდებოდა და ასეც მოხდა. როდესაც კლუბის პრეზიდენტმა უთხრა, რომ დეკემბრამდე „გაგრაში“ უნდა ეთამაშა, წამითაც არ დაფიქრებულა:
– რა თქმა უნდა, ვითამაშებ, დავბრუნდები და გოლებსაც გავიტან.

ეს იყო მისი პასუხი და მიცემულ სიტყვასაც პირნათლად ასრულებს _ შვიდ ჩატარებულ შეხვედრაში აბაიომი სეუნ ოვონიკოკომ შვიდი გოლი გაიტანა და გუნდის ბომბარდირია. პროფესიონალურად მიუდგა თავის საქმეს და შეიძლება ითქვას, რომ… იომი დაბრუნდა.

– იომი, ძნელად წარმოსადგენი იყო თქვენი საქართველოში დაბრუნება. უკრაინულ „ვოლინში“ თამაშობდით, შემდეგ ბელგიურ „ლოკერენში“ გადიოდით სინჯებს და თითქოს იქ თქვენი გადასვლა გადაწყვეტილი იყო…
– „ვოლინში“ დიდი გამოცდილება შევიძინე, მაგრამ იქ არსებულმა პრობლემებმა მაინც თავისებური გავლენა მოახდინა გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგზე. ანატოლი დემიანენკო მენდობოდა, მათამაშებდა, მაგრამ ფინანსური კუთხით მთლად სახარბიელო სიტუაცია აღარ იყო. მაგრამ ეს ჩემს თამაშზე ნამდვილად არ ასახულა, ვინაიდან ვიცი – კუთვნილ ხელფასს აუცილებლად მიიღებ, მთავარია გუნდს დაეხმარო, რთულ სიტუაციაში გვერდში დაუდგე. ალბათ, სხვები სხვაგავარად ფიქრობდნენ. შემდეგ ანატოლი პისკოვეცი დაინიშნა, შედეგიც გვქონდა, მაგრამ მაინც სხვა მწვრთნელი მოიყვანეს გუნდში და მოკლედ, სიტუაცია ვერ დალაგდა და წამოსვლა მომიწია.

ბელგიური „ლოკერენიდან“ ჩემს მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ „გაგრაში“ თამაშის დროს იყო და როდესაც მოწვევა მივიღე, ძალიან გამიხარდა. სერიოზული დატვირთვები ჰქონდათ, გუნდი ევროპის ლიგაზე სათამაშოდ ემზადებოდა და დღეში ორჯერად ვარჯიშებზე იყვნენ გადასული, თანაც სამსაათიანი ინტერვალით. თბილისიდან ჩავედი, აქ ინდივიდუალურად ვემზადებოდი. ჩავერთე სავარჯიშო პროცესში და ორი ამხანაგური შეხვედრაც ვითამაშე, გოლებიც გავიტანე და თითქმის გადაწყვეტილი იყო ჩემი დარჩენა, მაგრამ მესამე ამხანაგურ შეხვედრაში თამაში მომიწია, მეორე ნახევარში შევედი მინდორზე. რა დასამალია, ვერ ვითამაშე სათანადო დონეზე…

„ლოკერენს“ ჩემს სამსახურზე კატეგორიული უარი არ უთქვამს. იცით, რომ ორი წლის წინ ჯვარედინი იოგის ოპერაცია გავიკეთე, სარეაბილიტაციო პროცესი თბილისში გავიარე და შემდეგ „ზესტაფონშიც“ ვითამაშე და „ვოლინშიც“, მაგრამ თითქოს რაღაც აღარ მიმდიოდა ისე თამაში, როგორც ადრე. ამის მიზეზი კი სწორედ ბელგიაში შევიტყვე. ექიმებმა მითხრეს, რომ ფიზიკური დატვირთვები უნდა მომემატა, რათა ნაოპერაციებ ფეხზე კუნთი უფრო მეტად გაძლიერებულიყო. შემომთავაზეს ბელგიაში დარჩენა, პირველი დივიზიონის გუნდში დროებით წასვლა, პარალელურად სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიში და იანვარში უკან დაბრუნება, მაგრამ საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე.

– რატომ?
– როგორ ფიქრობთ, თავდასხმელს რა სჭირდება? როდესაც ფორვარდს რაიმე პრობლემა აქვს, მისი წამალი გოლის გატანაა. სწორედ ეს მითხრა კლუბის პრეზიდენტმა ბესიკ ჩიხრაძემ. იომი გოლები უნდა გაიტანო და დამანახო რომ ისევ ის იომი ხარ. დამიჯერე, თუ დაბრუნდები, კიდევ უფრო უკეთეს გუნდში წახვალო. დამიჯერეთ, იმ მომენტში, როდესაც ეს საუბარი შედგა, რამდენიმე ევროპული ქვეყნის გუნდი მიწვევდა, თუმცა სინჯებზე. მაგრამ პრეზიდენტს დავეთანხმე. მან მითხრა ის, რისი თქმაც იმ მომენტში ყველაზე მეტად მჭირდებოდა. სწორი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო და არა გუნდებში აქეთ-იქით სირბილი დამეწყო. მადლობა მინდა ვუთხრა მას, რომ სწორი მიმართულება მომცა. ფსიქოლოგიურად ჩემთვის ადვილი ნამდვილად არ იყო აქ დაბრუნება, როცა უკრაინული და ბელგიური ფეხბურთის დონეს ნახავ. მაგრამ დონე სულ არ მაინტერესებს, ევროპაში მაინც ჩავალ და ვითამაშებ, მთავარი, ჩემი რწმენა გახლდათ. როგორც გითხარით, თავდამსხმელმა გოლები უნდა გაიტანოს, რომ დაბრუნდეს, საკუთარი თავის იმედი ჰქონდეს. შეიძლება ბევრს არ აკმაყოფილებს ქართული ფეხბურთის დონე, მაგრამ ჯერ საკუთარი უნდა გიყვარდეს ძალიან და მერე იფიქრო სხვაგან თამაშზე.

მე არ ვამბობ, რომ საქართველოში და განსაკუთრებით პირველ ლიგაში თამაში ადვილია. არანაირად, პირიქით. იცით, რომ იდეალურ მინდვრებზე არ გვიწევს თამაში და გოლის გატანა ადვილი არაა, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვა, დროებით, მაგრამ ჩემს სახლში დავბრუნდი და მეორეც, კარგად ვიცი თუ როგორ გავიტანო გოლები, თურმე არ დამვიწყნია (იცინის).

– და ალბათ, უცხოეთში წასვლას ისევ გეგმავთ…
– რა თქმა უნდა. ნოემბრის ბოლოსთვის ფორმაში უკვე შესული ვიქნები, სატრენაჟორო დარბაზში ინტენსიურად ვვარჯიშობ. ფიზიკურ დატვირთვებს ვუმატებ. რეჟიმი არასოდეს დამირღვევია. არც ზედმეტი გართობა ვარგა და რაც მთავარია, ფეხბურთელს კარგი დასვენება, კვება და აღდგენა სჭირდება. გუნდი მეხმარება, მეც მაქსიმუმს ვაკეთებ. ჩემი მიზანი ევროპულ ფეხბურთში დამკვიდრებაა და იმედი მაქვს, რომ ამას მოვახერხებ.

– შვიდ შეხვედრაში შვიდი გოლი უკვე გაიტანეთ…
– მიხარია, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში ვეხმარები. თავიდან ცოტა რთული იყო. ბიჭები ცდილობენ გვერდში დამიდგნენ. იცით, პირველი გოლის გატანა ჭირს, თორემ შემდეგ მიდის და მიდის. აი, ხომ ხედავთ ვეღარ მაჩერებენ (იცინის).

– თანაგუნდელებზე რას იტყვით?
– ლაშა კალანდაძესთან ერთად ბევრი შეხვედრა ჩამიტარებია, ნიკა ჭკუასელიც შემოდიოდა მაშინ შეცვლებზე. ცოტნე ხარაბაძესთან ერთად კი უმაღლეს ლიგაში „გაგრაში“ 2010 წელს ვითამაშე. ძალიან კარგი გუნდი გვყავს. თავდასხმაში მე და ჯერემია ვთამაშობთ. ბეჟან ტეიდი ახლა დაშავებულია, მალე დაგვიბრუნდება. ჯერემია დისკვალიფიცირებულია, მაგრამ ისიც მალე დაგვიბრუნდება. ნიკა ჭკუასელი, რატი ცაცკრიალაშვილი მამარაგებენ პასებით. „სქურთან“ შეხვედრაში ბაჩუკიმ მომცა პასი (ქარდავა, ცენტრალური მცველი) და გავიტანე. ნიჭიერი ბიჭები გვყავს და მინდორზე ყველა მონდომებულია.

– როგორ ფიქრობთ, გადავა „გაგრა“ უმაღლეს ლიგაში?
– „გაგრა“ უმაღლეს ლიგაში უნდა თამაშობდეს, ეს გუნდი ამას იმსახურებს. არც მე ვარ ძალიან დიდი ასაკის, მაგრამ ჩემზე გაცილებით პატარა ბიჭები თამაშობენ აქ, ზვიად ჯელაძემ ახალგაზრდული გუნდი შეკრა, ნიჭიერები და ფეხბურთის განვითარებისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩემი, კალანდაძის, ჭკუასელის, ბეგაშვილის, ჯერემიას გვერდით თამაში მათთვის დიდი სტიმულია და გაათმაგებული ენერგიით თამაშობენ. თუ სწორად წარმართავენ თავიანთ ცხოვრებას – ჭკუასელი, კალანდაძე, ჟიშკარიანი, ხარაბაძე, ცაცკრიალაშვილი, ჯერემია, ტეიდი, ხოჯაშვილი, გადრანი, კაკუბავა და სხვები ნამდვილად დიდ ფეხბურთს ითამაშებენ. ყველაფერი ფეხბურთელის ხელშია. როგორც წაიყვან შენ ცხოვრებას, იმას დაიმსახურებ.

რვა თამაშში მხოლოდ ერთხელ წავაგეთ და ისიც თასზე, ისიც სტუმრად რუსთავში, ხელოვნურსაფარიან მინდორზე. მე ის მატჩი არ მითამაშია, მაგრამ ტრიბუნაზე ვიყავი, არ უნდა წაგვეგო. ჩემპიონატში სამჯერ მოვიგეთ და სტუმრად სამივე მატჩი კარგ გუნდებთან ფრედ ვითამაშეთ. ცუდად ნამდვილად არ მივდივართ. შინ დიდი ანგარიშით ვიგებთ. როგორც მითხრეს, თერჯოლაში გვიწევს მალე მძიმე თამაში, გამოცდილი ფეხბურთელები ჰყოლიათ, სტადიონი სავსეა და კარგი სანახაობა გველის. მიყვარს სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში. დამატებითი სტიმულია.

– იომი, საქართველოს ნაკრების თამაშებს უყურებთ ხოლმე?
– რა თქმა უნდა. ისე, რომ იცოდეთ ნიგერიის ნაკრების თამაშებიც მაინტერესებს (იცინის). საფრანგეთის ნაკრებთან ფრე ძალიან კარგი შედეგი იყო და მოგება არ შეგვეძლო? ოქრის ჰქონდა კარგი მომენტი. აი, ფინეთთან კი გული ძალიან დამწყდა. ვიცი, რომ ყველა მოგებას ელოდა, მაგრამ დღეს ყველა გუნდთან თამაში ძნელია. ფრანგებმა ხომ დაკარგეს ორი ქულა ჩვენს ნაკრებთან? ანუ, საქართველოს ნაკრებიც ანგარიშგასაწევი ძალაა მეტოქისთვის. უნდა გაგვიმართლოს, იღბალი სჭირდება ნაკრებს. დამიჯერეთ, გაგვიმართლებს და იქნებ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაც შევძლოთ. თემურ ქეცბაია მცოდნე მწვრთნელია, მაქსიმალისტი. ყველას უნდა, რომ ერთ დღეში მიაღწიოს წარმატებას. ასე არ გამოდის, მით უმეტეს ფეხბურთელის ცხოვრებაში. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წახვიდე წინ. ჩვენი დროც მოვა. არადა, მეც ძალიან მინდა საქართველოს ეროვნულ ან ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის შანსი მომეცეს და მერე ნახეთ თქვენ გატანილი გოლები… (იცინის).

FCGagra.GE



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“18 წამი დავაგვიანეთ” – “ბარსელონამ” ტრანსფერი სასაცილო მიზე

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე “ბარსელონა” “ლოს ანჯელეს გალაქსის” მარჯვენა მცველის, ხულიან არაუხოს დამატებას ცდილობდა და იდეაშ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტი” კვარაცხელიას დამატებას სერიოზულად განიხილავს

ინგლისური პრესის ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს განსაკუთრებულ აქტიურობას აპირებს და რამდენიმე ვარსკვლავის...
წაკითხვა
ფეხბურთი

თქვენ აქედან ააცილებდით? – მბაპეს წარმოუდგენელი აცილება (ვიდეო)

მბაპემ “მონპელიესთან” ჯერ ერთი პენალტი ვერ გამოიყენა, მეკარემ აიღო. შემდეგ მეორე დაინიშნა, რომელიც ისევ მეკარემ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა” – ფედელემ კვარა გააკრიტიკა

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და აგენტმა ენრიკო ფედელემ ხვიჩა კვარაცხელია “რომასთან” მატჩის შემდეგ გააკრიტიკა. “ხვიჩამ ლოზანოს [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედომ” მორიგი ტრანსფერი განახორციელა

ქუთაისის “ტორპედომ” 25 წლის ნახევარმცველი არდიტ ტოლი დაიმატა. ტოლი ბოლოს “ვორსკლაში” თამაშობდა და “ვორკსლამ” ̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეს არის ნაპოლი და ასეთი გიჟი პრეზიდენტი ჰყავს კვარას! (ვიდეო)

“რომასთან” გამარჯვების შემდეგ “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სტადიონის დატოვებას ცდილობდა, რა დროსაც ფანები მის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ამ მეკარეს 160-ზე მეტი IQ აქვს! – როგორ შეუშალა ხელი მეტოქეს (ვიდეო)

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელება “ტვენტე” – “ფეიენოორდის” მატჩიდან მომენტი. მეკარემ დასწრებაზე ითამაშა, ბურთი აუტზე გად...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სიტყვები საჭირო არაა” – რა ფოტო გამოაქვეყნა კვარამ მატჩის შემდეგ?

“ნაპოლიმ” “რომა” 2-1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ ასისტი შეასრულა და სპალეტიმ 69-ე წუთზე გაიყვანა. მატჩის შემდეგ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასი “რომასთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო   VICTOR OSIMHEN WHAT A GOAAAAL! #NapoliRoma pic.twitter.com/KSGxShh9E6 — Reyi (@Reinaldodcg9) January 29, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამო” 1 თვის წინ დამატებულმა ლეგიონერმა დატოვა

“შტურმის” წინააღმდეგ ბათუმის “დინამომ” 2-2 ითამაშა, თუმცა მარცხენა ფლანგზე სერბი ლეგიონერი, სტეფან ჰაიდინი არ ყოფილა. [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ამ ბიჭს “ნაპოლიში” ელოდებიან! – კვერნაძე ზუსტად კვარას სტილში (ვიდეო)

ბათუმის “დინამომ” ამხანაგურ მატჩში გრაცის “შტურმთან” 2-2 ითამაშა. “დინამოდან” მე-2 გოლი გიორგი კვერნაძემ გაიტანა. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დაანებეთ ჯერ კიდევ ჩემ ცოლს თავი” – მაურო იკარდი ყოფილ თანაგუნდელს მიმა

მაურო იკარდისა და ვანდა ნარას სკანდალური თემები კვლავ არ წყდება. გავრცელებული ინფორმაციით, ვანდა ნარა ამჯერად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩაკვე ნამდვილად დაბრუნდა! ეს ბიჭი მალე გაისვრის (ვიდეო)

ამხანაგურ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძემ ძალიან მაგარი გარბენისა და პასის გარდა, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

1996 წლის შემდეგ პირველად! “ბარსელონა” “რეალის” ფეხბურთელს იმატებს

მადრიდის “რეალის” 27 წლის შემტევი მარკო ასენსიო, დიდი შანსია, “ბარსელონაში” გადავიდეს. “ბარსასა” და ასენსიოს შორის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზურიკო დავითაშვილი: “ბორდოს” ვარიანტი მამუკა ჯუღელმა შემომთავაზა”

საქართველოს ნაკრებისა და “ბორდოს” ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. “მოგესალმებით, ბოლო პერიო...
წაკითხვა