ოზილი: “შეიძლება, ოქროს ბურთი მოვიგო”
“არსენალისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, მესუთ ოზილი თვლის, რომ მას ოქროს ბურთის მოგების ძალა შესწევს.
“თუ გავაგრძელებ პროგრესს და ჯანმრთელობის პრობლემები ხელს არ შემიშლის, ოქროს ბურთის მოგება შემიძლია. ეს სავსებით შესაძლებელია. ვარ მსოფლიო ჩემპიონი, ვთამაშობ პრემიერ ლიგის ერთ-ერთ წამყვან გუნდში. ჩემი ზრდა ტრავმებმა შეაჩერეს. თავს ფიზიკურად ძალიან ძლიერად ვგრძნობ,”-განუცხადა ოზილმა BILD-ს.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, გერმანელმა ნახევარმცველმა 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი, ხოლო ხუთი საგოლე პასი გააკეთა.