პაატა ღუდუშაურის დედა: “ფედერაციის წარმომადგენელმა “გარეჯის” მწვრთნელი დაიბარა და …”
პაატა ღუდუშაურის დედამ, ხათუნა მწითურმა გადაცემა “სპორტალში” ფედერაციის წარმომადგენლის, ვახტანგ ბზიკაძის შესახებ კომენტარი გააკეთა, რომელიც ღუდუშაურის საქმეზე ფეხბურთის ფედერაციის ადვოკატი გახლდათ. ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია 1-წლიანი აკრძალვით შეეცვალა, მაგრამ მოსალოდნელი იყო, რომ მსჯავრი მხოლოდ 2-წლიანი პირობითი სასჯელი იქნებოდა, რაც ფედერაციის მხრიდან ბოლო წამს შეიცვალა.
“ვახტანგ ბზიკაძე, რომელმაც ერთხელ უკვე გაბედა და როდესაც პაატა “გარეჯში” ვარჯიშობდა, მადლობა მინდა იმ ხალხს ვუთხრა, დაინახა რომ პაატა ვარჯიშობდა, დაიბარა მწვრთნელები და ხელმძღვანელები, რატომღაც დაინტერესდა, პაატა რატომ ვარჯიშობდა კლუბში და მათგან მიიღო მკაცრი პასუხი, რომ პაატა გააგრძელებდა ვარჯიშს, მაგრამ ჩემი შვილი მოვიდა ძალიან დათრგნული და შეწყვიტა ამ გუნდში ვარჯიში, რადგან არ სურდა გუნდისთვის პრობლემა შეექმნა”, – განაცხადა წითურმა.
წითურისა და ღუდუშაურის ადვოკატის განცხადებით, ფედერაციის წარმომადგენლებთან მოხდა შეთანხმება და სამუდამო დისკვალიფიკაცია 2-წლიანი პირობითი მსჯავრით უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ფედერაციის ადვოკატები სხდომიდან გადაწყვეტილების ამოსაბეჭდად გავიდნენ, 2-3 საათი არ დაბრუნდნენ და მორიგებაზე მოულოდნელად უარი განაცხადეს.