პაატა ღუდუშაურის ადვოკატი: “გადის 3 საათი და ფედერაციის წარმომადგენელი მოდის…”
საფეხბურთო გუნდ “ვიტ ჯორჯიას” ყოფილი ფეხბურთელის, პაატა ღუდუშაურის ადვოკატმა გადაცემა “სპორტალში” დავების ტრიბუნალის სხდომის შესახებ ისაუბრა. ადვოკატის განცხადებით, ფედერაცია ჯერ თანახმა იყო მორიგებაზე, შემდეგ კი მოულოდნელად უარი განაცხადა.
“პროცესი დაიწყო ჩვეულებრივად, თავიდან ჩვენ მოგვეცა საუბრის საშუალება. როდესაც მორიგებაზე იყო საუბარი, ეს იყო ტრიბუნალის თავჯდომარის ინიციატივა, ჩვენი პოზიცია გახლდათ სამუდამო დისკვალიფიკაცია შეცვლილიცო, ფედერაციას სურდა დარჩენილიყო კომიტეტის გადაწყვეტილება. საუბარი იყო 2-წლიან პირობით სასჯელზე, პაატა დაიწყებდა დღეიდან თამაშს და თუ მომდევნო 2 წელი რაიმე საფეხბურთო გადაცდომას დაუშვებდა, მაშინ სამუდამოდ აეკრძალებოდა ფეხბურთი. მე ჩემი ხელით ავკრიფე ეს მორიგების აქტი, ფედერაციის წარმომადგენლებს უნდა ამოებეჭდათ ეს აქტი, რადგან მივიღეთ თანხმობა ამ ყველაფერზე. მე სამჯერ ვკითხე სხდომაზე ფედერაციის წარმომადგენლებს, იყვნენ თუ არა თანახმა და ყოველ ჯერზე დამიდასტურეს. დავაზუსტეთ დეტალები, ავკრიფეთ მორიგების აქტი და ფედერაციის წარმომადგენელიამბობს, წავიდე უნდა ამოვბეჭდოო. დაბეჭდვაზე გასვლიდან გადის 3 საათი, როდესაც მე, პაატა და სხდომის თავჯდომარე ველოდებით მათ, 3 საათის განმავლობაში როგორმე ამობეჭდავენ მორიგების აქტს და დავასრულებთ. მოდის 3 საათის შემდეგ ფედერაციის ადვოკატები და გვეუბნებიან, რომ მორიგება ვერ შედგება. ზუსტად იგივე ვიფიქრე, რომ მათ ჰქონდათ საუბარი და შეათანხმეს ვიღაცასთას. მიზეზად ფედერაციის პოლიტიკა დაასახელეს, რომ მორიგებაზე თანახმა არ არიან. არადა, მეტიც, მათ არავითარი საწინააღმდეგო არ ჰქონდათ პაატასთან”, -განაცხადა ადვოკატმა.
“მე მაქვს კითხვა ლევან კობიაშვილთან. ბატონო ლევან, მაინტერესებს ვინ განახორციელა ზეწოლა თქვენ წარმომადგენლებზე? რატომ შეცვალეს გადაწყვეტილება, რომლებიც უკვე მზად იყო და იმედის თვალით შეჰყურებდა პაატა ღუდუშაური. თუ არ იცით, იქნებ გაარკვიოთ, საბოტაჟს ხომ არ აქვს ადგილი და როგორმე ეს სამარცხვინო სიტუაცია ახალგაზრდა კაცს არ ენახა”, – განაცხადა ღუდუშაურის დედამ, ხათუნა მწითურმა.
პაატა ღუდუშაურს სამუდამო დისკვალიფიკაცია 1-წლიანი აკრძალვით შეცვალა.