პაატა შალამბერიძე: “გაბალასთან” შანსები თანაბარია”
უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “სამტრედიას” მეტოქედ აზერბაიჯანული “გაბალა” ერგო. იმერული კლუბის მმართველმა დირექტორმა პაატა შალამბერიძემ მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.
“გაბალა” ძალზედ კარგი გუნდია. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ შანსები თანაბარია. არ გვაშინებს ის ფაქტი, რომ ჩვენმა მეტოქემ გასულ სეზონში ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. ჩვენ დიდი ხანია ამ დონეზე არ გვითამაშია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მცირე შანსი გვაქვს. ჩვენც კარგი გუნდი გვყავს.
რაც შეეხება ქართულ და აზერბაიჯანულ კლუბებს შორის გამართულ ბოლო ორ დაპირისპირებაში მომხდარ ინციდენტებს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ანალოგიური სიტუაცია თავიდან ავიცილოთ. ჩვენ მხოლოდ ფეხბურთის თამაში გვინდა”, – ციტირებს პაატა შალამბერიძის სიტყვებს azerisport.com
“გაბალასა” და “სამტრედიას” შორის გასამართი პირველი მატჩი 30 ივნისს, ბაქოს “ბაქსელ არენაზე” ჩატარდება და 2100 საათზე დაიწყება. განმეორებით შეხვედრას ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი 7 ივლისს უმასპინძლებს.