“საბურთალოს” აკადემიის აღზრდილმა დავით ლორთქიფანიძემ, რომელიც რამდენიმე წელიწადია იტალიაში თამაშობს, სერია B-ს ბინადარ “პადოვა”-ში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. 17 წლის ნახევარმცველმა ამხანაგურ შეხვედრაში, “უდინეზეს” წინააღმდეგ ბოლო 12 წუთი ითამაშა. მატჩი “უდინეზემ” მოიგო, 1:0.

დავით ლორთქიფანიძე “პადოვას” პრიმავერაში (ახალგაზრდული გუნდი) თამაშობდა, თუმცა ახლა პირველ გუნდთან ერთად “ვერონასთან” მატჩისთვის ემზადება, რომელიც 20 იანვარს ჩატარდება.

“პადოვა” სერია B-ში 12 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.