ანდრეა პირლოს სერია A-ს კლუბი იწვევს

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ მომდევნო სეზონში შესაძლოა, სამწვრთნელო კარიერა განაახლოს.

იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ ტიაგუ მოტა “სპეციას” თავკაცის პოსტის დატოვებას აპირებს, მის შემცვლელად კი კლუბი სწორედ პირლოს კანდიდატურას განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლო “იუვენტუსს” სათავეში 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის მაისამდე ედგა. ეს მისი ერთადერთი სამწვრთნელო გამოცდილებაა.

“სპეციამ” იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 35 მატჩში 33 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილი უკავია. გუნდს უმაღლეს დივიზიონში დარჩენა გარანტირებული ჯერ არ აქვს.

ნეკა დოროყაშვილი: “ნიკოლოზს ფულს პიანინოში ვუგროვებდი, თვითონ კი ჩოგნით მცემდა”

მოდელი ნეკა დოროყაშვილი “ტვ პირველთან” ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ საუბრობს.

“როცა ერთმანეთი გავიცანით, ნიკოლოზი იყო 20 წლის და რიგითი, მოყვარული სპორტსმენი. თამაშობდა იუნორებში, სადაც პატარა ასაკის ჩოგბურთელები თამაშობენ და უნდოდა, პროფესიონალებში გადასვლა. ჩვენ ძალიან რთული პერიოდები გავიარეთ ერთად, ნიკოლოზს ტურნირზე წასასვლელი ფული არ ჰქონდა. რაღაც დროით, პიანინოში ვუგროვებდი ფულს, წასულები ვიყავით და სასტუმროში დარჩენის ფული არც გვქონია. ეს არ იცოდნენ ჩვენმა მშობლებმა და მანქანაშიც გაგვითენებია. მე ხელს ვუწყობდი მას, გადავდე თავი მისი წარმატებისთვის, თვითონ კი ჩოგნითაც კი ვუცემივარ” – განაცხადა დოროყაშვილმა.

ნეკასა და ნიკას შორის სასამართლოში სისხლისა და სამოქალაქო სამართლებრივი დავა მიმდინარეობს.

როგორ შეასრულა ბუდუ ზივზივაძემ პანენკა? (ვიდეო)

უნგრეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში “უიპეშტმა” “გირმოტს” უმასპინძლა და 2-2 ითამაშა. 69-ე წუთზე ბუუ ზივზივაძეს გოლის გატანის ჩინებული შანსი ჰქონდა, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა.

მიუხედავად ამისა, ბუდუ და გიორგი ბერიძე გუნდის საუკეთესო ფეხბურთელები არიან და გასულ ტურებში საკმაოდ ბევრი გოლი შეაგდეს, რის შემდეგაც, კლუბი გასავარდნ ზონას 11 ქულით დაშორდა.

“ბარსელონა” “ვალენსიას” ლიდერს 20 მილიონად იმატებს

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის, ალბერტ როხეს ინფორმაციით, “ბარსელონა” “ვალენსიას” ნახევარმცველ კარლოს სოლერს 20 მილიონის სანაცვლოდ დაიმატებს.

მისი მტკიცებით, ხოან ლაპორტას ფრენკი დე იონგის გაყიდვა გადაწყვეტილი აქვს და სოლერი სწორედ მისი შემცვლელი იქნება.

25 წლის კარლოსი “ვალენსიას” აკადემიის აღზრდილია და გუნდში 200-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. გარდა ამისა, ესპანეთის ნაკრებში 2021 წლიდან ასპარეზობს.

 

ყაზანის “რუბინი” კოტრდება და პრემიერ ლიგიდან ვარდება

ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის ყოფილი გუნდი ყაზანის “რუბინი”, დიდი ალბათობაა, რუსეთის პრემიერ ლიგიდან გავარდეს და გაკოტრდეს.

გუნდი ბოლო მატჩი “სოჭისთან” 0-6 განადგურდა და მხოლოდ 1 ქულა აშორებს გასავარდნ ზონას.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელებს ხელფასი უკვე 2 თვეზე მეტია არ აუღიათ და არც წასული ლეგიონერები აპირებენ დაბრუნებას.

“ვალენსია” მამარდაშვილს 100 მილიონად შეაფასებს?

გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” ყველაზე ძვირფას და მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა, “ლევანტესთან” მატჩის მეფედ დაასახელეს, საოცარი იყო კოპა დელ რეის ფინალშიც, ფანებს ის მომავალი 10 წელი გუნდის ძირითად მეკარედ მიაჩნიათ, თუმცა შიშობენ, რომ “ღამურები” მის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ.

მამარდათი უკვე ლიგა 1-ის და პრემიერ ლიგის კლუბები არიან დაინტერესებულნი და მისი გამოსასყიდი თანხა, ჯერჯერობით, საკმაოდ დაბალი, 20 მილიონი ევროა და 50 მილიონამდე მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ავა. არადა, “ვალენსიას” მე-3 მეკარის, ხაუმე დომენეკის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონია.

გარდა ამისა, ფინანსური რესურსის მოზიდვის მიზნით, გადაწყვეტილია იასპერ სილესენის გაყიდვა და მოსალოდნელია, “ალკორკონში” განათხოვრებული კრისტიან რივერო დაბრუნდეს, მე-2 ან მე-3 მეკარედ.

ესპანური მედიის ინფორმაციით, “ვალენსიას” ხელმძღვანელობა აპირებს მამარდაშვილთან გაუმჯობესებელი კონტრაქტი გააფორმოს, მას ხელფასიც მოუმატოს, რომელიც დღეს მოთამაშეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და გამოსასყიდი თანხა მიმდინარე წლისთანავე, 50 მილიონი იყოს. შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში 100 მილიონიც კი გახდეს, თუმცა დაზუსტებული არ არის.

1 კვირის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ესპანური კლუბის ყიდვა რუს მილიარდერ რომან აბრამოვიჩს სურდა, რომელმაც მანამდე ერთ-ერთი თურქული გუნდი შეიძინა. საუბარი 500 მილიონ ევროზეა.

ვინც არ უნდა მოვიდეს, გულშემატკივრებისთვის ქართველი მთავარი ფავორიტია და განსაკუთრებით აფასებენ მამარდაშვილის განვლივ გზასა და განვითარებას.

ჭარბწონიანი ამერიკელი, რომელიც ქართველ მებრძოლს დაუპირისპირდა (ვიდეო)

2007 წელს, შერეული ორთაბრძოლების ქართველი მებრძოლი თენგიზ თედორაძე ამერიკელ ჭარბწონიან ერიკ ეშს დაუპირისპირდა. ლონდონში გამართულ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე პირველივე რაუნდში დაამარცხა.

შოთა არველაძემ “ტრაბზონსფორს” თურქეთის ჩემპიონობა მიულოცა

“ჰალ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ თავის ყოფილ გუნდ “ტრაბზონსფორს” თურქეთის ჩემპიონობა მიულოცა.

“ტრაბზონსფორს” თურქეთის სუპერლიგის მოგებას ვულოცავ. ძალიან გახარებული ვარ ყველა თანამშრომლისა და ქომაგის გამო! ჩვენმა თაობამ ეს ვერ შეძლო… მაგრამ გუნდმა საოცარ შედეგს მიაღწია და ბევრი ფანი გაახარა. წარმოუდგენელი სეზონია, ტრაბზონით ვამაყობ!” – დაწერა სოციალურ ქსელში შოთა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტყუპი არველაძეები “ტრაბზონსფორის” ღირსებას 1993–1997 წლებში იცავდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში გუნდმა თურქეთის თასი და სუპერთასი მოიგო.

“ტრაბზონსფორი” თურქეთის ჩემპიონი 1984 წლის შემდეგ პირველად გახდა. ეს გუნდის მეშვიდე საჩემპიონო ტიტულია.

ბორდალასი: “მამარდაშვილით ძალზედ კმაყოფილნი ვართ”

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“არ ვიცი, აპირებენ თუ არა ხელმძღვანელები მამარდაშვილის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის გაზრდას. ეს კლუბის სახელშეკრულებო საკითხია და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ. შემიძლია ვთქვა, რომ ის წარმოუდგენელ დონეზეა და ვითარდება როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად. მისით ძალზედ კმაყოფილნი ვართ”, – ციტირებს ბორდალასის სიტყვებს “მარკა”.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი “ლევანტეს” წინააღმდეგ გუშინ გამართული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ქართველი მეკარე მიმდინარე სეზონში შეხვედრის გმირად უკვე მეორედ დასახელდა.

გიორგი მამარდაშვილსა და “ვალენსიას” შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” ქართველი მეკარის სატრანსფერო ღირებულებას 5 მილიონ ევროდ აფასებს.

რა თანხა გამოიმუშავეს ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლით?

29 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობდა. ევროპის პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლისათვის ოთხი ქართველი ძიუდოისტი სახელმწიფოსაგან ფულად ჯილდოს მიიღებს.

ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ოქროს მედალი
თანხა – 51 000 ლარი

ლუკა მაისურაძე (-90კგ), ოქროს მედალი
თანხა – 51 000 ლარი

ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ), ბრინჯაოს მედალი
თანხა – 25 500 ლარი

გურამ თუშიშვილი (+100კგ), ბრინჯაოს მედალი
თანხა – 25 500 ლარი

გუჯეჯიანი: “მსაჯებმა რაღაც მომენტებში არ დაგვინდეს”

ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთვარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა გადაცემაში “სპორტი იმედზე” ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების გუშინდელი გამოსვლის შესახებ ისაუბრა

“რა თქმა უნდა, გახარებული ვარ ოქროთი, მაგრამ ეს შრომა არ არის მხოლოდ ჩემი, ჩემი პირადი მიღწევა. ეს არის ფედერაციის, მწვრთნელთა საბჭოსი, ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს და იმ გუნდის, რომელიც დღეს არის და იმ შემადგენლობის, ძალიან მადლიერი და მადლობელი ვარ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, მხოლოდ ჩემი წარმატება არ არის”

“ტატო გრიგალაშვილმა აიღო ოქროს მედალი. სხვა წონით კატეგორიებში იყო რაღაცა პრობლემები. იყო გადაცდომები შეფასებებში, მსაჯების მხრიდან დამოკიდებულება. ესე შეიძლება შეფასდეს –  რაღაც მომენტში არ დაგვინდეს, ძალიან კატეგორიულები იყვნენ და ამან ყველაფერი მიიყვანა ამ შედეგებამდე. ეს არ არის ისეთი პრობლემა, რომ პრობლემად დარჩეს და არ გამოსწორდეს. აუცილებლად გამოსწორდება, ქართული ძიუდო ისევ მოწოდების სიმაღლეზეა და ისევ იდგება”

“თითოეულ მათგანს, ლოგიკიდან გამომდინარე, 100%იანი შანსი ჰქონდა მედლის აღების, თუმცა სპორტია და სპორტში ყველაფერი ხდება. იმ ფონზე, ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ეს უფრო მეტად რეპეტიცია იყო, ტესტი, რა მდგომარეობაშია და როგორ გამოიყურება ნაკრები. ვფიქრობ, საგანგაშო სიტუაცია არ არის. ეს ბიჭები კვლავ ფავორიტები და ლიდერები არიან.”

“რაც შეეხება შავდათუაშვილს. იყო უშეღავათო ბრძოლა. ლაშას გაუთვალისწინებლად, ზედმეტი კატეგორიულობით აძლევდნენ შენიშვნებს. ეს ძიუდოა და წამის მეასედში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ვერ ვიტყვი, რომ ლაშა ამ წუთას ოპტიმალურ ფორმაშია. ვიწყებთ მზადებას მსოფლიოსთვის და დიდი იმედი მაქვს, ლაშა შეძლებს მეორე მსოფლიოს დადებას” , – განაცხადა გუჯეჯიანმა.

“დინამოს” ექიმი: “ხვიჩას ძლიერი ტკივილი ჰქონდა, ჰემატომა განვითარდა, ნერვი გაეთიშა”

ბათუმის “დინამოს” ექიმი ზურაბ ხარხელაური გადაცემაში “სპორტი იმედზე” ჩაერთო და ფეხბურთელების ტრავმების შესახებ ისაუბრა.

“პირველ ტიამშივე მოგვიწია შეცვლების გაკეთება. ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაში, კუნთებზე იყო კოტნაქტი, ჰემატომა განვითარდა, შესაცვლელი გახდა ძლიერი ტკივილის ფონზე. მაქსიმალურად ვეცადეთ აგვერიდებინა რამე, როგორც ჩანს, ნერვის გათიშვა მოხდა. შედარებით, ეს სიმყარე ირღვეოდა. ჩვენ ვეცდებით, რომ ითამაშოს, ყველაფერს გავაკეთებთ. გუშინ არ უვარჯიშია. დღს შევხედავთ, როგორ იქნება. გადამოწმდება და მაგის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას”

ჯოვინოს მუხლის პრობლემა აქვს. MRI გაკეთდა, გადავრჩით, რომ ოპერაციას არ საჭიროებს. იოგი, კოლატერალი არის დაზიანებული. ძლიერი დაზიანება არ არის, მაგრამ მკურნალობა სჭირდება. თბილისში არ იქნება”

“კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს აზაცკიზე. ხელი აქვს მოტეხილი და ხვალ ოპერაციაა ჩანიშნული”, – განაცხადა ხარხელაურმა.

სამივე ფეხბურთელმა ტრავმა ეროვნული ლიგის მე-10 ტურში ბოლნისის “სიონთან” მიიღო.