ზელენსკი: “რუსმა სპორტსმენებმა უნდა გაიგონ, რომ პუტინის ინსტრუმენტები არიან”

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი სპორტსმენებისა და რუსული გუნდების სანქციებზე ისაუბრა.

“მე არ ვფიქრობ, რომ შენ შეგიძლია ის ტკივილი იგრძნო, რაც ჩვენ, მაგრამ სულ ცოტა უნდა იცოდე და იგრძნო მცირე დისკომფორტი. ამის შემდეგ გაიგებ, რომ შენ ისე აღარ გექცევიან, როგორც სხვას და ეს ყველაფერი მთავრობის ბრალია, რომელმაც გარიყულად გაქცია. საერთაშორისო ბოიკოტი რუსი სპორტსმენების, რომლებთაც პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვთ, სწორი გადაწყვეტილებაა. მათ უნდა გაიგონ, რომ ქვეყნისა და პუტინის საერთაშორისო იმიჯის ინსტრუმენტები არიან”.

“რომ ვთქვათ, ყველა მათგანი აბსოლუტურად უდანაშაულოა, სწორი არ იქნება. როცა ასეთი ომია გაჩაღებული და ერთხელ მაინც სოციალურ ქსელში, პარკში ან სადმე არ დაწერ ან არ იტყვი, რომ უნდა შეწყდეს ადამიანთა მკვლელობა, მაშინ ეს ყველაფერს მეტყველებს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუსები თითქმის ყველა დიდი ტურნირიდან მოხსნეს.

ვოლკოვი: “ალბანეთი იგივე დონის გუნდია და ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ””

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას ალბანეთში ჩაატარებს. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი ალბანეთში ჩავიდა და 23 მარტს, ქალაქ დურესში პირველი ვარჯიში გამართა.

ალბანეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, დავით ვოლკოვმა ისაუბრა.

დავით ვოლკოვი (საქართველოს ნაკრების წევრი): “ზედიზედ ოთხი გამარჯვება გვაქვს, გუნდი კარგ ხასიათზეა. მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა თამაშზე მოსაგებად გავიდეთ, ტაქტიკურად გამართულად ვითამაშოთ და მწვრთნელის დავალებები კარგად შევასრულოთ. ვფიქრობ, ალბანეთი იგივე დონის გუნდია, როგორსაც ივნისში ერთა ლიგაზე შევხვდებით. დარწმუნებული ვარ, ალბანეთის ნაკრებთან კარგი ამხანაგური თამაში იქნება. შევეცდებით, გამარჯვებით დავასრულოთ ეს მატჩი და კარგი განწყობით შევხვდეთ ერთა ლიგას“.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

Nakrebi.ge

ბათუმის “დინამოს” გადაწყვეტილება და 2 მილიონ 200 ათასი ლარი კვარაცხელიასგან

ბათუმის “დინამო” ხვიჩა კვარაცხელიას დამატების შემდეგ ძალიან ბევრ სარგებელს მიიღებს და მათ შორის, გულშემატკივრის მხრიდან გაზრდილი ინტერესი იქნება.

ხვიჩას შეუძლია სტადიონზე 3-ჯერ მეტი გულშემატკივარი მიიყვანოს და ყოველ თამაშზე ანშლაგი იყოს. თან, ბათუმის სტადიონს დამსწრეები ისედაც არ აკლია.

პირობითად, თუ საშინაო მატჩებზე 20 ათას კაციანი არენა შეივსება და ბილეთები 5, 10 და 15 ლარიანები იქნება, “დინამო” დაახლოებით, ყოველ თამაშზე 150 – 160 ათასი ლარის მიღებას შეძლებს და მსგავსი თანხა საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე უპრეცედენტო იქნება.

საუბარი მაქვს მხოლოდ ეროვნულ ლიგაზე, სადაც 15 სახლის შეხვედრია დარჩენილი და შესაძლებელია, 2 მილიონ 200 ათასზე მეტი ლარის მიღება. ასევე, ძალიან ბევრს მოუნდება მისი მაისურის შეძენა და ეს დამატებითი ბენეფიტია.

გარდა ამისა, როგორც ცნობილი გახდა, ხვიჩას ხელფასს სრულიად ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმი გადაუხდის. საერთოდ, ხშირია, როცა იჯარის პერიოდში ხელფასს ორივე გუნდი ინაწილებს ხოლმე. 

შენიშვნა: რა თქმა უნდა, ზუსტი თანხის მითითება შეუძლებელია, თუმცა ძალიან ცუდ შემთხვევაშიც, 2 მილიონზეც ნაკლები მაინც არ უნდა იყოს.

“მალე, საქართველოს ნაკრების მთავარი თავსატეხი დაცვა იქნება”

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” საქართველოს ნაკრების ბოსნია-ჰერცოგოვინასთან თამაშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდის საკვანძო ფეხბურთელები, კაშია და ლორია არიან.

“დაცვას ყოველთვის სჭირდება სტაბილურობა. მეკარე და დაცვა არის რგოლი, სადაც ხშირი ცვლილება არ შეიძლება. ურთიერთდაზღვევა და კომუნიკაციაა საჭირო. კაშია და ლორია, ორივე ყველაზე დიდი საკვანძო ფიგურაა. ჩემი აზრით, ლორია ყველა დროის საუკეთესო ქართველი მეკარეა. კაშია ძალიან დიდ როლს თამაშობს, ყველა ორთაბრძოლაში შედის, მაგალითია სხვებისთვის. ბიჭებმა კიდევ უფრო მეტი აგრესიულობით უნდა ითამაშონ დაცვაში და უფრო მეტი ზეწოლაა საჭირო. როცა ლორია და კაშია წავლენ, ეს სამწვრთნელო შტაბისთვის დიდი თავსატეხი იქნება”, – განაცხადა ცხადაძემ.

ალბანეთთან ძირითად შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი იდგება, რომელიც ლორიას პირველ შემცვლელად მიიჩნევა. 34 წლის კაშიას შემცვლელი კი ჯერ არ ჩანს.

კახა ცხადაძე: “ფაქტია, რომ ხვიჩამ ბათუმის “დინამოში” არ უნდა ითამაშოს”

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

“მისი მთავარი ამოცანა სივრცების მოძებნა იყო და ხიფათის შექმნა. იმდენად განათლებულია, იმდენად დიდი ტალანტია, რომ ყველაფერი შეუძლია. თან, აბსოლუტურად გათავისუფლებული იყო დაცვითი მოვალეობებიდან.”

გადაცემის წამყვანმა დიმა ობოლაძემ აღნიშნა: “კვარაცხელიას მდგომარეობა არ არის მარტივი, ფსიქოლოგიურად გათავისუფლდა. იქ უფრო მეტს ლანძღავდნენ თუ აქ, ვერ გეტყვი. ჩვენ, საერთოდ, მოთმინების უნარი არ გვაქვს. ახლა დაწყნარდება, სახლშია, მხარდაჭერას იგრძნობს”.

ცხადაძე: “ლანძღვა ეს საბჭოთა მენტალიტეტია, ბათუმში თამაშისას ერთი კაცი 90 წუთი თავთან მეჯდა და მლანძღავდა. “სიტი” გავარდა და 22 ათასი კაცი მღეროდა. ეს მენტალიტეტია. ფაქტი ერთია – ხვიჩა კვარაცხელიამ ბათუმის “დინამოში” დღეს არ უნდა ითამაშოს, ეგ გამოსასწორებელია სასწრაფოდ. არც სხვა რომელიმე ქართულ გუნდში. არის ესეთი ნათქვამი, რომ 1 ნაბიჯს უკან დგამ, რათა 5 წინ გადადგა. ზუსტად ეგ იქნება ერთადერთი მიზეზი და მიზანი ბათუმში ჩამოსვლისა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მაგრად გამოვა და კიდევ 10 წელი უმაღლეს დონეზე ითამაშებს”, – განაცხადა კახამ.

კვარასთან ერთად “დინამოში”, დიდი ალბათობით, ზურიკო დავითაშვილიც ითამაშებს.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

28 მარტიდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. ამ დღიდან ევროპირველობაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ჩაერთვება.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა:

57 კგ: ბექა ბუჯიაშვილი
61 კგ: თეიმურაზ ვანიშვილი
65 კგ: ბექა ლომთაძე
70 კგ: ზურაბ იაკობიშვილი
74 კგ: გიორგი სულავა
79 კგ: ვლადიმერ გამყრელიძე
86 კგ: ტარზან მაისურაძე
92 კგ: მირიან მაისურაძე
97 კგ: ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ: გენო პეტრიაშვილი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი იანტბელიძე
მწვრთნელები: დავით ოთიაშვილი, ლევან ჩერტკოევი, დავით ხურცია.

17-წლამდელების 2 ეფექტური მაკრატელა ჩეხეთთან (ვიდეო)

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, შოტლანდიაში ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში ჩეხეთის რესპუბლიკის ასაკობრივს დაუპირისპირდა და მეტოქე – 2:1 დაამარცხა.

35-ე წუთზე ალექსანდრე ნარიმანიძემ მაკრატელა გაიტანა, 77-ე წუთზე კი ლუკა პარკაძე ასევე მაკრატელათი გამოირჩა.

გიორგი ჩიტაურის გუნდი, ელიტ რაუნდის ბოლო მატჩს მასპინძელი შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ჯგუფში 3 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო მასპინძლებს 1 ქულა აქვთ და მეოთხე პოზიციაზე იმყოფებიან.

ბექჰემს საკუთარ გუნდში მესის, სუარესის, ბუსკეტსის და ალბას ხილვა სურს

“ინტერ მაიამის” თანამფლობელ დევიდ ბექჰემს საკმაოდ ამბიციური გეგმა აქვს.

როგორც ესპანური გამოცემა “მარკა” იტყობინება, ინგლისელს საკუთარ გუნდში ლიონელ მესის (“პარი სენ-ჟერმენი”), ლუის სუარესის (“ატლეტიკო”), სერხიო ბუსკეტსისა (“ბარსელონა”) და ჟორდი ალბას ხილვა (“ბარსელონა”) სურს.

ბექჰემს იმედი აქვს, რომ ოთხივე მათგანი “ინტერ მაიამის” ფორმას 2023-2024 წლების სეზონიდან მოირგებს.

შეგახსენებთ, რომ “ინტერ მაიამი” 2018 წელს დაარსდა. გუნდი MLS-ში გამოდის. ბექჰემის კლუბში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს. მათ შორის არიან გონსალო იგუაინი, ბლეზ მატუიდი, კირან გიბსი.

კრისტიან ერიქსენის ბრწყინვალე გოლი ნიდერლანდების კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

შოთა არველაძე არ ბერდება – საოცარი თავური გოლი ლეგენდების მატჩში (ვიდეო)

ლეგენდების მატჩში შოთა არველაძემ 39-ე წუთზე თავურით ძალიან მაგარი გოლი გაიტანა.

“ბაიერნი” დიუმფრისით დაინტერესდა

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, მიუნხენის “ბაიერნი” მილანის “ინტერის” ნახევარმცველ დენზელ დიუმფრისით დაინტერესდა.

წყაროს თანახმად, ბავარიული გუნდის მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს ნიდერლანდელი ფეხბურთელი მოსწონს და ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მის დამატებას შეეცდება.

თავის მხრივ, “ინტერი” დიუმფრისს ძირითადი გუნდის წევრად თვლის და მის ტრანსფერზე დაყენებას არ აპირებს, თუმცა სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში, შესაძლოა, ფეხბურთელის გაყიდვაზე დაფიქრდეს.

დენზელ დიუმფრისმა მიმდინარე სეზონში 36 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

25 წლის ფეხბურთელსა და “ინტერს” შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულამდე აქვს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” დიუმფირისის სატრანსფერო ღირებულებას 20 მილიონ ევროდ აფასებს. ნიდერლანდელი გარემარბის აგენტი მინო რაიოლა გახლავთ.

ჯიქია იმედოვნებს, რომ რუსეთის ნაკრებს ზაფხულში ეშველება

რუსეთის ნაკრების წარმოშობით ქართველი მცველი გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრებისა და რუსული კლუბების ევროტურნირებიდან მოკვეთის გამო საოცრად დამწუხრებულია.

“საკვალიფიკაციო მატჩს დიდი ხანი ველოდებოდი. არაფერი არ იყო ჩვენზე დამოკიდებული და ყველაფერი უკვე დამთავრდა. გუშინ არცერთი შეხვედრისთვის არ მიყურებია. ვემზადებით მომავლისთვის, როცა ყველაფერი უკეთესობისკენ წავა, მზად შევხვდეთ. ყველაფერი პროფესიონალურად მიდის, სტანდარტების დაცვით.”

“საერთოდ, ძალიან გაბრაზებული ვიყავი იმით, რაც მოხდა. იმ შესაძლებლობების წართმევით, რაც ასე გვსურდა, მაგრამ ჩვენ დიდები ვართ და ვეგუებით. ამჯერად წყნარი ვარჯიში იყო, არავითარი ოფიციალური მატჩი, მეტად აკურატულად. ხვალ ახალგაზრდულ გუნდს ვეთამაშებით. მთავარია, ტრავმა არ არის. ვცადოთ, რა იქნება.”

“მსურს ევროპულ ტურნირებზე დაბრუნება, რაც შეიძლება მალე. მჯერა, ეს მალე დამთავრდება. მსურს დავიჯერო, რომ ზაფხულში მაინც”, – განაცხადა ჯიქიამ რუს ჟურნალისტებთან.

რუსებს შეუძლიათ ბელარუსის, სირიასა და ჩრდილოეთ კორეის ნაკრებებს გაეჯიბრონ.