რუსული მედია: ლეონიდ სლუცკი “რუბინს” ტოვებს

რუსული მედიის (Championat, Presball) ინფორმაციით, ყაზანის “რუბინის” მთავარ მწვრთნელს, ლეონიდ სლუცკის სულ მალე გუნდიდან გაათავისუფლებენ.

გუშინ “რუბინი” მოსკოვის “ცსკასთან” 6-1 განადგურდა, მანამდე კი “როსტოვთან” 1-2 დამარცხდა. შედეგად, 25 ქულა აქვს და მე-10 ადგილზე იმყოფება.

მწვრთნელის წასვლასთან დაკავშირებული ინფორმაციების გავრცელების გამო, “რუბინს” განცხადების გავრცელებაც მოუწია: “სლუცკი გუნდს პრემიერ ლიგის 23-ე ტურისთვის “ხიმკის” წინააღმდეგ მოამზადებს”

ლეონიდმა ყაზანი 2019 წლის დეკემბერში ჩაიბარა. მისი მოსვლის შემდეგ კვარაცხელია ლიდერად იქცა.

“ნაპოლი” კვარაცხელიას ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობს

ცნობილი იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ის წამყვანის, ალფრედო პედულას ინფორმაციით, “ნაპოლი” სერიოზულად ფიქრობს ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას დამატებაზე და ხვიჩა სატრანსფერო სიის სათავეშია.

“ნაპოლი” მზად არის მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადოს.

“ნაპოლის” ლეგენდარული შემტევი ლორენცო ინსინიე “ტორონტოში” გადავა და იტალიელებს მისი შემცვლელის ძებნა უწევთ.

რამდენიმე დღის წინ ნეაპოლის წარმომადგენლები და კვარას აგენტი ერთმანეთს შეხვდნენ.

ანჩელოტი: “ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მატჩი ჩემი შეცდომების გამო წავაგეთ”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “ელ კლასიკოში” განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ბარსელონასთან” 0:4 დამარცხდა. იტალიელი სპეციალისტი წაგების მიზეზად საკუთარ შეცდომებს ასახელებს.

“საწყის წუთებში გოლის გატანის კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ ჩვენი დღე არ იყო. ბოდიშს ვუხდი ფანებს, მაგრამ ახლა წინ უნდა გავიხედოთ. ვცადეთ, რომ მაღალი პრესინგი გვეთამაშა, რაც არ გამოგვივიდა. ეს ჩემი შეცდომაა. “ელ კლასიკოში” მარცხი ყოველთვის უფრო რთულად გადასატანია. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ეს მატჩი ჩემი შეცდომების გამო წავაგეთ”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Football-Espana.

რა დაწერა პიკემ მატჩის შემდეგ, რასაც უკვე 200 ათასზე მეტი მოწონება აქვს?

კატალონიის “ბარსელონამ” მადრიდის “რეალი” 0-4 გაანადგურა. პირველი მატჩს სოციალურ ქსელში ხერარდ პიკე გამოეხმაურა და ხოან ლაპორტას სიტყვები გაიმეორა, რომელიც პრეზიდენტმა 1 თვის წინ ფეხბურთელების დამატებისას თქვა.

“ჩვენ დავბრუნდით” – დაწერა პიკემ და მის ტვიტს უკვე 200 ათასზე მეტი მოწონება აქვს.

“ბარსას” ფანებმა პიკეს ძველი ფოტოც გაიხსენეს, ცოტა შეასწორეს და ისე გამოაქვეყნეს.

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„კარგად ვითამაშეთ და ამჯერად ვერავინ მოგვედავება. წინა თამაშების შემდეგ დიდი კრიტიკა მივიღეთ და ძალიან გვინდოდა გულშემატკივარი გაგვეხარებინა. იმედი გვაქვს, რომ ყველა გავახარეთ და მსგავსი გამარჯვებები მომავალშიც არაერთი იქნება. ესპანეთი ამ ტურნირზე შექებას იმსახურებს, თუმცა შექება ჩვენც გვეკუთვნის. დღეს მთელი გუნდით ამაყი ვარ, რადგან არ არის მარტივი, ამდენი ნეგატივის შემდეგ მობილიზება მოახერხო და სასურველი თამაში აჩვენო“.

„რაც ნაკრებში ვარ სულ მესმის, რომ ხაზი ვერ თამაშობს და ყველა გასაყრელია ნაკრებიდან. დავიწყეთ ხაზით თამაში. ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ ძალიან მაგრები ვართ, მაგრამ ფაქტია უკეთ ვთამაშობთ და არსად შემხვედრია კომენტარი – რა კარგია რუმინეთს ხაზით ოთხი ლელო რომ გავუტანეთ. საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა. გაგვიხარდებოდა შექება და მოტივაციაც აგვიმაღლდებოდა. ვეცდებით ჩვენი კარგი თამაშით კრიტიკოსებს დავუმტკიცოთ, რომ უკეთესები ვართ ვიდრე მათ გონიათ”, – ციტირებს შარიქაძის სიტყვებს Rugby.GE.

ფოტო: რაგბის კავშირი

ჯოვინო ფლამარიონი ჯერ საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებს

ბათუმის “დინამოს” ბრაზილიელი თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, ტექნიკური რეგულაციების გამო, გამოძახების შემთხვევაშიც, გარკვეული პერიოდი საქართველოს ნაკრებში თამაშს ვერ შეძლებს.

როგორც ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადაცემაში “სპორტი იმედზე” აღნიშნა, Fifa-ს წესებით, ნაკრებში თამაშისთვის საჭიროა ფეხბურთელმა ქვეყანაში 5 წელი უწყვეტად იცხოვროს.

ჯოვინო 3 თვის განმავლობაში “როტორში” იყო წასული, რის გამოც, ჯერჯერობით, ვილი სანიოლის სურვილის შემთხვევაშიც, ფეხბურთელი თამაშს ვერ შეძლებს.

იაშვილის განცხადებით, მუშაობა ამაზე უკვე მიმდინარეობს და როგორც წიტაიშვილი-ვაჩიბერაძის შემთხვევაში იყო, ესაც მოგვარებადია. სანიოლი ჯოვინოსაც (4 გოლი და 1 ასისტი) და მის თანაგუნდელებსაც აქტიურად აკვირდება – ბათუმის “დინამოდან” ამ შეკრებაზე ჩაბრაძე, მამუჩაშვილი და კუპატაძეა გამოძახებული.

ბრაზილიელს ქართველი მეუღლე ჰყავს.

ხვიჩა გადაჭრით ვერ ამბობს, დატოვებს თუ არა რუსეთს

ყაზანის “რუბინი” მოსკოვის “ცსკას” ესტუმრა და 1-5 განადგურდა. საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა, თუმცა ქართველს, საბოლოო ჯამში, დაბალი შეფასება დაუწერეს.

მატჩის შემდეგ კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა: “დავრჩები თუ არა რუბინში? ჯერ ვიცი” – მხოლოდ ასე უპასუხა კვარამ.

ფეხბურთელი უკვე საქართველოში გამოეგზავრა და ნაკრების 2 მატჩში მიიღებს მონაწილეობას. დრო 10 აპრილამდე აქვს, რათა რუსეთის დატოვება შეძლოს.

პატრის ევრა მოკრივის კარიერას იწყებს

საფრანგეთის ნაკრების, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი მცველი პატრის ევრა მოკრივის კარიერას იწყებს. 40 წლის ფრანგი 30 აპრილს, ლონდონში, 28 წლის იუთუბბლოგერ ადამ სალეჰს დაუპირისპირდება.

“ძალზედ მოხარული ვარ იმით, რომ ცხოვრებაში პირველად მივიღებ მონაწილეობას კრივის მატჩში. ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი კრივის ხალხს. სპორტის ეს სახეობა არამხოლოდ ძალა, არამედ სტრატეგია და ტექნიკაცაა. ჭადრაკს ჰგავს.

ყველაზე მეტად ვარჯიშის ტექნიკა მაღელვებს, რადგან ის სრულიად განსხვავდება ფეხბურთელთა ვარჯიშისგან. ბევრი მუშაობა, საკუთარი თავის გამოწვევა და კომფორტის ზონიდან გამოსვლა მინდა”, – ევრას სიტყვებს Givemesport-ი აქვეყნებს.

პიმბლეტი თოფურიაზე: “ლომებს არ გვაინტერესებს, რას იტყვიან ჩვენზე ცხვრები”

UFC-ის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა UFC London-ის ეგიდით გამართულ დაპირისპირებაში საკუთარი მეტოქის დამარცხების შემდეგ კომენტარი ილია თოფურიაზეც გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ილიამ ჰერბერტთან გამარჯვების შემდეგ პიმბლეტი გამოიწვია.

“მან ნამდვილად კარგი ნოაუტით მოიგო. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც სახეში ფეხი მოხვდა, მაგრამ მას რომ მე ფეხი მოვარტყა, აუცილებლად გავთიშავ. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ის “ხელის სადეზინფექციო ხსნარის ბიჭუნაა”. ლომებს არ გვაინტერესებს, რას იტყვიან ჩვენზე ცხვრები.

ილიამ თქვა, რომ მე მასთან საბრძოლველად კვერცხები არ მაქვს? ჩემთან ჩხუბი ყველას უნდა, ყველას უნდა, რომ ჩემი კოქტეილები მიირთვას. “ხელის სადეზინფექციო ხსნარ ბიჭუნას” აქამდე არავინ იცნობდა, ის მას შემდეგ გაიცნეს, რაც ჩემთან სიტყვიერი დაპისირპირება დაიწყო”, – განაცხადა პიმბლეტმა.

რა თანხა გამოიმუშავა ილია თოფურიამ ჯეი ჰერბერტის დამარცხებით?

19 მარტს, UFC London-ის ეგიდით, ილია თოფურიამ ინგლისელი ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. ქართველ მებრძოლს UFC-ში 100-პროცენტიანი შედეგი აქვს – 4 შეხვედრა, 4 გამარჯვება.

აღსანიშნავია, რომ 24 წლის სპორტსმენმა ბრწყინვალე ნოკაუტის გამო ორგანიზაციისაგან ბონუსი – 50 000 დოლარიც მიიღო.

საერთო ჯამში, ილიამ ჯეი ჰერბერტის დამარცხებით, 103 000 დოლარი გამოიმუშავა.

გარანტირებული თანხა: 24 000 დოლარი
მოგების ბონუსი: 24 000 დოლარი
სასპონსორო თანხა: 5 000 დოლარი
UFC-ის ბონუსი: 50 000 დოლარი
საერთო ჯამი: 103 000 დოლარი

პედი პიმბლეტმა საბრძოლველად მარკ ცუკერბერგი გამოიწვია

UFC-ის ინგლისელმა მებრძოლმა პედი პიმბლეტმა საკუთარი ორთაბრძოლის მახრჩობელა ილეთით მოგების შემდეგ საბრძოლველად მომდევნო მატჩისთვის მარკ ცუკერბერგი გამოიწვია.

“ვის წინააღმდეგ მინდა ვიბრძოლო? მარკ ცუკერბერგი. ბიჭო, თავში მაგრად მოგარტყამ. მე დავიღალე შენით, იცი, რასაც ვგულისხმობ. დავიღალე იმით, რომ ინსტაგრამის ექაუნთებს მიბლოკავ. რასაც ვაკეთებ, საქველმოქმედო საქმიანობაა და ვეხმარები იმ ხალხს, ვისაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. შენ ყველაზე დიდი მჩაგვრელი ხარ” – განაცხადა პიმბლეტმა.

პედის 920 ათასიან გამომწერიანი ინსტაგრამის ექაუნთი დაუბლოკეს.

არადა, ილია თოფურიამ სწორედ ინგლისელი გამოიწვია, თუმცა როგორც ჩანს, პედი ასე შეეცადა თავის არიდებას.

პედი პიმბლეტმა მახრჩობელა ილეთით მოიგო და დანა უაითთან მივარდა (ვიდეო)

ილია თოფურიას შესაძლო მომდევნო მეტოქემ, პედი პიმბლეტმა UFC-ში თავისი ბრძოლა როდრიგო ვარგასს მახრჩობელა ილეთით მოუგო.

წინ, საინტერესო დაპირისპირება გველის…