ყველა ხვიჩაზე გადავრთეთ, მაგრამ რა ხდება ზურიკო დავითაშვილის თავს?

იმ ფონზე, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების უპირობო ლიდერია და ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია, ზურიკო დავითაშვილი ნაკლებად ჩანს, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, თუ რუსეთს დავითაშვილიც დატოვებს.

“რუბინი” უკვე 3-მა ლეგიონერმა დატოვა და საერთოდ, რუსეთიდან 50-ზე მეტი უცხოელი წავიდა. ქართველების შესახებ მხოლოდ ის ინფორმაცია არის და მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს და ხვიჩასთან ერთად ზურიკოსაც სურს რუსეთიდან წასვლა. კვარასაგან განსხვავებით მას კონტრაქტი 2023 წელს ეწურება (კვარას 2024 წელს) და მასში გაცილებით ნაკლებს მოითხოვს “არსენალი” გაყიდვის შემთხვევაში.

ორივე მათგანის აგენტი მამუკა ჯუღელია, ბიჭებს ერთმანეთთან, როგორც თქვეს, ძმური ურთიერთობა აქვთ და არც ის გამოვრიცხოთ, რომ ორივე მათგანი გარკვეული პერიოდი ერთ კლუბში აღმოჩნდეს.

დავითაშვილი ახლა ტულის “არსენალში” გამოდის და გუნდში მხოლოდ 3 ლეგიონერია. 2 ზამბიელი და ერთი ბოსნიელი დესპოტოვიჩი.

ანდრეი ირამოლნეკოს ემოცია “ასტონ ვილას” კარში გატანილი გოლის შემდეგ (ვიდეო)

“პარი სენ-ჟერმენის” ფანები ნეიმარსა და მესის უსტვენენ (ვიდეო)

13 მარტს, საფრანგეთის ლიგა 1-ში “პარი სენ-ჟერმენი” საკუთარ მოედანზე “ბორდოს” დაუპირისპირდა.

მატჩის დაწყების წინ და მატჩის მიმდინარეობისას, პარიზელი ფანები ნეიმარსა და მესის უსტვენდნენ. აღსანიშნავია, რომ ისინი არ უსტვენდნენ კილიან მბაპეს და მას მხოლოდ ამხნევებდნენ.

ყაზანის “რუბინი” კაპიტანმა დატოვა

დანიელი ანდერს დრეიერისა და შვედი სეად ჰაკსაბანოვიჩის წასვლის შემდეგ “რუბინი” კიდევ ერთმა ლეგიონერმა, ხორვატმა ფილიპ ურემოვიჩმა დატოვა.

25 წლის ურემოვიჩი “რუბინის” კაპიტანია და გუნდში 2018 წელს მივიდა, როცა 1 მილიონი ღირდა. ახლა 7 მილიონად არის შეფასებული.

ჯერჯერობით, “რუბინში” რჩება ქართველი ხვიჩა კვარაცხელია, ტრავმირებული სამხრეთ კორეელი ჰვანგი, ტუნისელი მონტასარ ტალბი, ბელარუსი ვიტალი ლისაკოვიჩი.

მამარდაშვილის შეცდომამ რეზონანსი გამოიწვია, მაგრამ გადარჩა (ვიდეო)

გიორგი მამარდაშვილმა “ხეტაფეს” წინააღმდეგ კარი მშრალად შეინახა, მაგრამ მატჩის 71-ე წუთზე შეცდომა დაუშვა, რაც კინაღამ გოლად დაუჯდა. მამარდა Var-მა გადაარჩინა. გიორგიმ 6 სეივიც განახორციელა.

“კალაძესთან არ მისაუბრია” – კლიჩკოს მოულოდნელი განცხადება

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ “ტვ პირველის” ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კახა კალაძესთან საუბარი არ ჰქონია.

“გულწრფელად ვამბობ, შეიძლება გამომრჩა ზარი, მაგრამ მე მასთან არ მისაუბრია” – განაცხადა ვიტალიმ.

რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ კლიჩკოსთან ილაპარაკა, მოიკითხა, ყოფილმა ჩემპიონმა მიმდინარე მოვლენებზე მოუყვა და თხოვა, ისეთ ქალაქებს დახმარებოდა, რომლებსაც ეს უფრო მეტად სჭირდებოდა.

ველით, კახას გამოხმაურებას…

დავით თარგამაძე: “უკრაინაში ვისაც ველაპარაკე, ყველა ტიმოშჩუკს აგინებს”

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დავით თარგამაძემ, რომელსაც კარიერის განმავლობაში “შახტარში”, “ოლექსანდრიასა” და “მარიუპოლში” უთამაშია, გადაცემა Sportშოუ-ში ანატოლი ტიმოშჩუკზე ისაუბრა.

“ალბათ, საკმარისად არ უყვარს თავისი ქვეყანა, ისე როგორ უნდა უყვარდეს ყველა პატრიოტს. არანაირ ფინანსურ მოგებას არანაირი აზრი და ფიქრი არ აქვს, როცა შენ კარგად ხარ, ამ დროს კი შენ ქვეყანას უჭირს. მითუმეტეს, იმ სახელმწიფოში მუშაობ, რომელიც ქვეყანას ოკუპაციას უკეთებს, ყველაზე საშინელი რამაა. ბიჭებს ვისაც ველაპარაკე, ყველა მაგას აგინებს. ამდენი ბავშვი იღუპება, ამდენი ადამიანი, შენ კიდე ზიხარ თბილად, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ მილიონს იღებ. ნებისმიერ ადამიანს ღამე რომ დაეძინება, ერთი ორ წუთიანი ფიქრი მაინც ექნება, სად ვარ ახლა და ჩემ ქვეყანას რა სჭირსო”, – განაცხადა თარგამაძემ.

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი ფეხბურთელი 2017 წლიდან მოყოლებული “ზენიტის” მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს და უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული ხმა არ ამოუღია.

 

კრიშტიანო რონალდომ ყველა დროის რეკორდი დაამყარა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ “ტოტენჰემს” პირველ ტაიმში დუბლი შეუსრულა, რაც კარიერაში 806 გოლი აღმოჩნდა.

შესაბამისად, რონალდო Fifa-ს მიხედვით, ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია და გამორჩეულ ავსტრიელ-ჩეხ ფეხბურთელს, იოზეფ ბიკანს გადაასწრო.

ავსტრიელი 42-წლამდე თამაშობდა, რონი 37 წლისაა.

“დილას” უცხოური გემბლინგ კომპანია დააფინანსებს

“დილას ახალი გენერალური სპონსორი ჰყავს და იგი ონლაინ გემბლინგის საერთაშორის კომპანია ,,MARSBET” -ი იქნება. აღნიშნულ კომპანიას მსგავსი სასპონსორო ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს ისეთ საფეხბურთო კლუბებთან როგორიცაა ვენის ,,აუსტრია“ უკრაინული ლუგანსკის ,,ზორია ” ,შოტლანდიის პრემეირლიგის წარმომადგენელი ,,ჰიბერნიანი“ და ბრაზილიური ,,იუვენტუდი“ ახალი სეზონიდან ამ კლუბებს დილაც შეუერთდება და MARSBET-ისგან ინვესტირებას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ 2016-17 წლების სეზონიდან MARSBET-ი ლა ლიგის 2 გამორჩეულ კლუბთან ბარსელონასთან და მადრიდის რეალთან თანამშრომლობს და მათი სტადიონების ტექნიკური სპონსორია, ” – წერია “დილას” ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სათამაშო ბიზნესის შეზღუდვის შემდეგ მსგავსი რამ ნამდვილად მოულოდნელია.

საბა ლობჟანიძე შეუჩერებელია! – მორიგი გოლი თურქეთში (ვიდეო)

საბა ლობჟანიძე კარიერის სეზონს ატარებს და თურქეთში ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა. ამჯერად, მისი მსხვერპლი “ქარაგუმრუქი” აღმოჩნდა.

ბაჰრეინელი სპორტსმენის უღირსი საქციელი – ქართველს წაქცეულზე დაარტყა (ვიდეო)

მიხეილ საჟინიანი Brave cf-ის მიერ გამართულ მატჩში ბაჰრეინელ მურთაზა ტალის დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, წააგო.

შეხვედრა უკვე დამთავრებული იყო, მიხეილი ძირს იწვა და მურთაზამ ჯერ ხელი მაგრად კრა და რომ არა მსაჯი, დიდი ალბათობით, წიხლსაც ჩაარტყამდა.

საჟინიანი საქართველოს ეგიდით გამართულ შეხვედრებში წარმატებულად ასპარეზობს.