“მამარდა გუნდს გამოეყო და ფანებთან მივიდა” – რა ვიდეოს აქვეყნებს “ვალენსიას” ფანი?

გიორგი მამარდაშვილს “ბილბაოს” წინააღმდეგ ძალიან დამაჯერებელი მატჩი ჰქონდა და “ვალენსიათან” ერთად ფინალში გავიდა.

ტრიბუნებიდან გადაღებული ვიდეო ერთ-ერთმა ფანმა გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ გიორგი  ქართველ გულშემატკივრებთან მიდის და გამარჯვებას ერთად აღნიშნავენ.

“დონ მამარდაშვილი – მამა ხარ!” – ესპანელი ფანები ქართველით გაგიჟებულები არიან

“ვალენსიამ” ესპანეთის თასის ნახევარფინალში “ვალენსიამ” “ბილბაო” დაამარცხა და ფინალში გავიდა. ძალიან დამაჯერებელი იყო გიორგი მამარდაშვილი, რომლის შესახებ, “ვალენსიას” ფანების კომენტარი არ წყდება.

“მამარდაშვილი ის მეკარეა, რომელიც უახლოესი 10 წელი არავინ უნდა შეცვალოს, თუნდაც რომ შეცდომები დაუშვას”

“ცოტა მეტი ვისაუბროთ დონ გიორგი მამარდაშვილზე”

“როგორი გრძნობაა როცა გოლკიპერი გყავს? მამარდაშვილი!”

“დონ გიორგი მამარდაშვილი – მამა ხარ!”

“კიდევ კარგი მამარდაშვილი, ხაუმე რომ გამოეყვანა ბორდალასს, წავაგებდით”

“მხოლოდ 1 მილიონი. გესმით? მხოლოდ 1 მილიონი გადავიხადეთ მასში”

“მამარდას დღეს 10-იანი”

“დღეს ყველამ მაგრად ითამაშა, მაგრამ დონ გიორგი, ღმერთო ჩემო, საოცარი იყო”

“ვფიქრობ, ბორდალასმა მამარდაშვილი სწორ დროს გამოიყვანა. მან გასახდელის სიტუაცია ყველაზე კარგად იცის. გიორგის ნდობა დაუბრუნდა და ეს მაფიქრებინებს, რომ მწვრთნელმა მასთან ბევრი იმუშავა. მამარდას შეუძლია მსოფლიო კლასის მეკარე გახდეს”

იასპერ სილესენის დაბრუნების შემთხვევაშიც, მამარდას სასტარტოში ადგილი გარანტირებული აქვს.

მამუკა ჯუღელს რუსეთში ქართველების წაყვანის ბიზნესი ენგრევა

რუსეთში მომუშავე მამუკა ჯუღელი ძალიან ბევრი ქართველი ფეხბურთელის, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილის, ილია ბერიაშვილის და სხვების აგენტია.

რუსეთზე დაწესებული უდიდესი სანქციების შემდეგ ქვეყანას ლეგიონერები ტოვებენ, ხოლო, თვითონ რუსებმაც დაიწყეს მოთხოვნების გაჟღერება, რომ უცხოელებმა რუსეთი უნდა დატოვონ.

ამ ყველაფრის ფონზე შეუძლებელი გახდა, ჯუღელმა ან სხვა აგენტებმა ოდესმე ან მრავალი წლის განმავლობაში ჩრდილოეთში მოთამაშეები წაიყვანონ, ხოლო, თუ ჩვენი ბიჭები ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რუსეთს თავს გაცილებით მალე დააღწევენ, თან ისე, რომ ევროპის რომელიმე გუნდს მათში მილიონების გადახდა არ მოუწევთ.

ძალიან სამწუხაროა, რომ “საბურთალოს” ძალიან ნიჭიერი ტალანტი ლუკა წულუკიძე “კალსრუეს” ნაცვლად 1 კვირის წინ “ურალში” აღმოჩნდა. მისი ჩასვლიდან რამდენიმე დღეში ომიც დაიწყო. მართალია, ის ჯუღელს არ წაუყვანია, ირაკლი ლილუაშვილმა გადაიყვანა, მაგრამ მისი ტრანსფერი უკვე ძალიან დიდი შეცდომა გამოდგა.

ასევე, უცნობია, რა ელის ფოთის “კოლხეთს”, რომელშიც ინვესტიცია ჯუღელის კომპანიას უნდა ჩაედო.

ფაქტია, დასრულდა რუსეთში მეტი ანაზღაურების გამო ქართველი ფეხბურთელების გადინება.

აბრამოვიჩმა “ჩელსი” გასაყიდად გაიტანა

ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” იტყობინება, რომ ლონდონის “ჩელსის” მფლობელი რომან აბრამოვიჩი კლუბს ყიდის.

წყაროს თანახმად, რუსმა ბიზნესმენმა ინგლისური კლუბი გასაყიდად უკვე გაიტანა და მის სანაცვლოდ 4,82 მილიარდ ევროს ითხოვს. გარიგებაში შუამავლის ფუნქციას ამერიკული ბანკი Raine-ი ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ აბრამოვიჩმა 26 თებერვალს “ჩელსის” მართვის სადავეები კლუბის საქველმოქმედო ფონდის რწმუნებულებს გადასცა.

რომან აბრამოვიჩი “ჩელსის” 2003 წლიდან ფლობს. ამ პერიოდის განმავლობაში გუნდი ოთხჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ორ-ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა, დაეუფლა უეფას სუპერთასსა და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ტიტულს, ხუთჯერ ინგლისის თასი, სამჯერ კი ქვეყნის ლიგის თასი დაისაკუთრა, ორჯერ მოიპოვა ინგლისის სუპერთასი.

“გარეჯმა” “მარსელის” ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

“გარეჯმა” 32 წლის ფრანგი თავდამსხმელი გაი გნაბუიუ დაიმატა, რომელმაც კარიერა “მარსელში” დაიწყო და 2010 წელს “მარსელის” რიგებში საფრანგეთის სუპერთასი მოიგო. საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებში კი 1 მატჩი აქვს ჩატარებული.

გაი წლების განმავლობაში ფინეთში, აზერბაიჯნაში, რუმინეთში, პოლონეთში, ინგლისში, საბერძნეთში და ისლანდიაში თამაშობდა.

“გარეჯი” მის გარდა ლაშა თოთაძით და კოტ-დივუარელი მუსტაფე კამატეთი გაძლიერდა.

სამწუხაროდ: UFC კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა დატოვა

ამერიკული MMA Fighting-ის ინფორმაციით, UFC ქართველმა მებრძოლმა, ზვიად ლაზიშვილმა დატოვა.

ლაზიშვილი UFC-ის 2021 წელს დაუმარცხებელის სტატუსით შეუერთდა, შემდეგ ჯონათან მარტინესთან წააგო, ბოლოს კი აკრძალული პრეპარატების მიღების გამო ნევადის კომისიამ 9-თვიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა. ზვიადის განცხადებით, ეს ექიმის შეცდომის გამო მოხდა.

ორგანიზაციამ რამდენიმე თვის წინ ლიანა ჯოჯუასაც კონტრაქტი არ გაუგრძელა.

ძიუბა მიკოლენკოზე: “მათ მხოლოდ ლაპარაკი შეუძლიათ”

რუსეთის ეროვნული ნაკრებისა და სანკ-პეტერბურგის “ზენიტის” თავდამსხმელი, არტიომ ძიუბა უკრაინელი ფეხბურთელის, ვიტალი მიკოლენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას მცირე კომენტარით გამოეხმაურა.

რა განაცხადა მიკოლენკომ?

1 მარტს, 22 წლის უკრაინელმა სოციალური ქსელის საშუალებით რუსეთის ნაკრებისა და “ზენიტის” თავდამსხმელს, არტიომ ძიუბას Instagram-ის საშაულებით მიმართა.

“არტიომ ძიუბა, ბო*ო, სანამ შენ და შენი ნაგავი თანაგუნდელები ჩუმად ხართ, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ. მთელ ცხოვრებას საპყრობილეში გაატარებ, რაც მთავარია, შენს შვილებთან ერთად. და, მე ამით მოხარული ვიქნები. არასოდეს გაპატიებთ, ქათმებო!”

ძიუბას პასუხი

Instagram-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა (სავარაუდოდ რუსმა), მიკოლენკოს განცხადების ამსახველ ერთ-ერთ პოსტზე არტიომ ძიუბა მონიშნა: “უპასუხე ამ “ევერტონელ” ბიჭს, ის ინგლისში ძალიან ბევრს ლაპარაკობს.”

ძიუბა მას მალევე გამოეხმაურა: “მათ მხოლოდ ლაპარაკი შეუძლიათ.”

შეგახსენებთ, რომ დღეს რუს ფეხბურთელებს კიდევ ერთმა უკრაინელმა მიმართა. სოციალურ ქსელში განცხადება ანდრეი იარმოლენკომაც გაავრცელა.

“ბიჭებო, რატომ სხედხართ ნაგვებივით და არაფერს ამბობთ?” – იარმოლენკო რუს ფეხბურთელებს

უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და “ვესტ ჰემის” გარემარბმა, ანდრეი იარმოლენკომ სოციალურ ქსელის საშუალებით რუს ფეხბურთელებს მიმართა.

“მე ვარ ანდრეი იარმოლენკო, უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი. დავიბადე სანკტ-პეტერბურგში, მაგრამ გავიზარდე უკრაინაში და ჩემს თავს 100 პროცენტით უკრაინელად მივიჩნევ.

კითხვა მაქვს რუს ფეხბურთელებთან… ბიჭებო, რატომ სხედხართ ნაგვებივით და არაფერს ამბობთ? ჩემს ქვეყანაში გვიხოცავენ ხალხს, მეუღლეებს, დედებს, ბავშვებს. თუმცა, თქვენ არაფერს ამბობთ, კომენტარს არ აკეთებთ.

გთხოვთ, მითხარით, რა მოხდება, თუ თქვენ ერთად აჩვენებთ ხალხს, რა ხდება რეალურად ჩემს ქვეყანაში. მე ბევრ თქვენგანს ვიცნობ და ბევრთან ახლო ურთიერთობა მაქვს, ყველამ მითხარით, რომ “ეს ასე არ უნდა ხდებოდეს და თქვენი პრეზიდენტი არასწორად იქცევა”. ბიჭებო, თქვენ ხალხზე გავლენა გაქვთ, აჩვენეთ ეს, გთხოვთ!

ვიცი, რომ ზოგ თქვენგანს [იგულისხმება არტიომ ძიუბა] კვერცხების კამერაში ჩვენება მოსწონს, მაგრამ ახლა დროა კვერცხები რეალურ ცხოვრებაში გამოაჩინოთ.

მადლობა ყურადღებისათვის!

დიდება უკრაინას!” – აცხადებს უკრაინელი მოთამაშე.

იარმოლენკომ გამოქვეყნებულ პოსტზე რუსი ფეხბურთელები – სერგეი იგნაშევიჩი, ალექსეი მირანჩუკი, ვლადისლავ იგნატიევი, გიორგი ჯიქია, დენის ჩერიშევი, ილზატ ახმეტოვი, არტიომ ძიუბა, არსენ ზახარიანი, ანდრეი არშავინი და ზელიმხან ბაკაევი მონიშნა.

“რუბინი” ხვიჩას სატრანსფერო ფასს აგდებს, რუსეთს ლეგიონერები ტოვებენ

მოსკოვის “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი მარკუს გიზდოლი მოსკოვის “ლოკომოტივს” ტოვებს, უკრაინელი ანდრეი ვორონინი მოსკოვის “დინამოდან” მიდის, რუსეთს და რუსულ კლუბებს ყველა საერთაშორისო ტურნირზე აუკრძალეს მონაწილეობა.

“რუბინის” მთავარი მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის განცხადებით, მას ლეგიონერებთან საუბარი ჰქონდა და შეთანხმდნენ, რომ გუნდში რჩებიან, მანამ სანამ სიტუაცია ამის საშუალებას იძლევა.

პროფესიონალურ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციამ FIFA-ს მიმართ რუსეთიდან ლეგიონერებს კონტრაქტის დარღვევის გამო პრობლემები არ შეექმნათ.

ამის ფონზე მოსალოდნელია, რომ რუსეთში მოთამაშე ლეგიონერების, მათ შორის, ხვიჩას ფასი რადიკალურად შემცირდეს, რათა რუსულმა კლუბებმა მინიმალური სარგებელი მაინც მიიღონ.

ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა. ისევე, როგორც VTB-ს საქართველოს ნაკრების სპონსორობაზე პირველი დავწერეთ და მალევე ნაკრებმა VTB-ს ხელშეკრულება გაუწყვიტა, ვიმედოვნებთ, ხვიჩაც, ზურიკო, ლუკაც და სხვებიც მალე წამოვლენ.

მიკოლენკო ძიუბას: “ბო*ო, სანამ ჩუმად ხართ, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ”

“ევერტონისა” და უკრაინის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა, ვიტალი მიკოლენკომ სოციალური ქსელის საშუალებით რუსეთის ნაკრებისა და “ზენიტის” თავდამსხმელს, არტიომ ძიუბას მიმართა.

“არტიომ ძიუბა, ბო*ო, სანამ შენ და შენი ნაგავი თანაგუნდელები ჩუმად ხართ, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ. მთელ ცხოვრებას საპყრობილეში გაატარებ, რაც მთავარია, შენს შვილებთან ერთად. და, მე ამით მოხარული ვიქნები. არასოდეს გაპატიებთ, ქათმებო”, – წერს მიკოლენკო Instagram-ში.

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელი ფეხბურთელი მოკლეს

საფეხბურთო გუნდ “გოსტომელის” ფეხბურთელი დმიტრო მარტინენკო დედასთან ერთად რუსულ ბომბს ემსხვერპლა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მარტინენკო 25 წლის იყო.

მარტინენკო გასულ წელს უკრაინული სამოყვარულო ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა.

“სპარტაკი: “ჩვენ გუნდს მსოფლიოში მილიონობით ფანი ჰყავს”

მოსკოვის “სპარტაკი” საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა.

“UEFA-ს და FIFA-ს მიერ დაწესებული სანქციები მოსალოდნელი იყო, თუმცა საშინლად გამაღიზიანებელია. სამწუხაროდ, ის, რაც ევროპა ლიგაზე გავაკეთეთ, ყველაფერი განულებულია.

“სპარტაკს” მილიონობით ფანი არა მარტო რუსეთში, არამე მთელ მსოფლიოში ჰყავს. ჩვენი წარმატებები და წარუმატებლობები უამრავ ადამიანს სხვადასხვა ქვეყანაში აღელვებდა. ჩვენ გვჯერა, რომ სპორტს ყველაზე რთულ მომენტებშიც კი შეუძლია ხიდების შენება და არა მათი დაწვა. ჩვენ იძულებულები ვართ დავემორჩილოთ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ არ ვეთანხმები.

ახლა, ადგილობრივ ჩემპიონატზე ვფოკუსირდებით და წინ ვიყურებით, რათა მალე მიიღწეს მშვიდობა, რაც ყველას სჭირდება”, – წერია განცხადებაში.

“სპარტაკი” ევროპა ლიგიდან მოხსნეს და “ლაიფციგი” პირდაპირ 1/4 ფინალში გავიდა.