ცეცაძის უცნაური გადაწყვეტილება – რატომ დატოვა გუნდი თითქმის ყველა ლეგიონერმა?

ქუთაისის “ტორპედო” ახალი სეზონისთვის საკმაოდ გაძლიერდა და ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება, მაგრამ გუნდში მხოლოდ 2 ლეგიონერია, პრაქტიკულად ერთი (კარაგუნისი) – დინო ჰამზიჩი 6 წელია საქართველოში თამაშობს და ქართულიც კარგად იცის.

“ტორპედოში” ცეცაძის მოსვლამდე ფადი ზიდანი, დმიტრი რეკიში, ტუიჩიბაევი, ალეკ მუდიმუ, სამუელ ინკუმი და  მეჰდი ბუკასი თამაშობდნენ.

ზიდანს “ტორპედოს” ეროვნულ ლიგაში დარჩენაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, ინკუმს 2 მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები, მუდიმუ კი ზიმბაბვეს ნაკრების ძირითადის წევრი იყო აფრიკის თასზე.

როგორც ცნობილია, მიუხედავად რამდენიმე ლეგიონერის წარმატებული ასპარეზობისა, ცეცაძემ ხელმძღვანელობას პირდაპირ მიუთითა, რომ ლეგიონერებთან მუშაობა არ სურდა და 6-ვე მათგანმა ქუთათური გუნდი დატოვა.

ცეცაძე საკმაოდ თავისებური ტიპის მწვრთნელია. მაგალითად, ყველა კლუბში, სადაც მიდის გიორგი არაბიძე მიჰყავს. იმავეს აკეთებდა გიორგი ჭანტურიაზეც, რომელთან ერთად ბოლოს “საბურთალოში” მივიდა, თუმცა ფეხბურთელებთან დაპირისპირების გამო გუნდი დატოვა.

ევლოევი – თოფურიას ჩხუბი არ სრულდება (ფოტო)

UFC-ში ილია თოფურიასა და მოვსარ ელოევის ბრძოლა 23 იანვარს იყო ჩანიშნული, თუმცა ევლოევი 2 კვირით ადრე კოვიდის გამო გამოეთიშა. თოფურიამ დენ იგე გამოიწვია, მაგრამ მაშინ იგემ მატჩზე უარი განაცხადა. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ევლოევი 5 ივნისს სწორე იგეს დაუპირისპირდება. ილიას კი ახალ მეტოქეს მოუძებნიან.

მოვსარი ილიასთან საქმეს მაინც არ ასრულებს და ინსტაგრამ სთორიში მის ვარჯიშზე მონიშნა. სანაცვლოდ, თოფურიამაც უპასუხა: “გამექეცი ძმაო, მაგრამ მაინც დაგიჭერ”

UFC-ის მიმომხილველები ამბობენ, რომ ორგანიზაციას სურს ევლოევი – თოფურია ერთმანეთს, რაც შეიძლება გვიან შეხვდნენ, მანამდე კი ბიჭებმა დაუმარცხებლად უნდა გავლონ.

უსწრაფესი თორნიკე კირკიტაძე მოსკოვის “დინამოსთან” შეუჩერებელია (ვიდეო)

თბილისის “დინამო” თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩში მოსკოვის “დინამოს” 1-0 ამარცხებს.

გაბედავამ პასი გააკეთა, კირკიტაძემ თავისი საოცარი სისწრაფით “მილანის” ყოფილი მცველი ლაქსალტი ჩამოიშორა და კამარამაც შეაგდო.

რას აკეთებს “დინამო”? ქართული ფეხბურთის ღირსების საქმე

21 იანვარს თბილისის “დინამომ” განცხადება გაავრცელა, რომ ზორან მარუშიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით სამართლებრივ დავას იწყებდა. სერბმა ფეხბურთელმა, კონტრაქტის მიუხედავად, გუნდი დატოვა და უზბეკურ “ნავბაჰორში” გადავიდა, სადაც უკეთესი ხელფასი შესთავაზეს.

“დინამომ” განაცხადა, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყო, თუმცა უკვე მე-3 ამხანაგური მატჩია მარუშიჩი “ნავბაჰორში” თამაშობს, თუ ყველაფერი ასე წავიდა, ზორანი უზბეკეთის ჩემპიონატსაც უპრობლემოდ დაიწყებს.

მაგალითად, ბოლოს ლუკა იმნაძის “აკჟაიკთან” გამოვიდა მოედანზე.

მარუშიჩმა “დინამოს” საპასუხოდ განაცხადა, რომ არავითარი კონტრაქტი არ დაურღვევია და იქ წავიდა, სადაც სურდა. ადვოკატები აყვანილი ჰყავს და ისინი ყველაფერს მოაგვარებენ. გარდა ამისა, დამცინავი ტონით, ეროვნულ ლიგაში ყველა ტიტული მომცეს, ერთი საუკეთესო მეკარედ არ დავუსახელებივარო და მისი ამ საქციელიდან გამომდინარე, ზორანისთვის შესაბამისი პასუხის გაცემა უკვე არამხოლოდ “დინამოს” საქმე, არამედ ქართული ფეხბურთის ღირსების საქმეც გახდა.

რონალდუს დედამ რომის პაპს პორტუგალიის ნაკრების მაისური აჩუქა

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს დედა მარია დოლორეს ავეირუ ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა.

ავეირუმ კათოლიკური ეკლესიის მეთაურს პორტუგალიის ნაკრების მაისური აჩუქა.

“უნიკალური ემოციაა, მადლობა”, – დაწერა სოციალურ ქსელში რონალდუს დედამ.

რომის პაპს საფეხბურთო მაისურებს ხშირად ჩუქნიან. მაგალითად, გასულ წელს საფრანგეთის პრემიერმინისტრმა ჟან კასტექსმა ფრანცისკეს “პარი სენ-ჟერმენის” 30-ნომრიანი მაისური გადასცა, რომელიც ლიონელ მესის ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ რომის პაპი ფრანცისკე წარმოშობით არგენტინელია. ის 2008 წლიდან არგენტინული “სან-ლორენსოს” ფანკლუბის წევრია.

ინგლისური პრესა: არველაძე “ჰალ სიტიში” წმენდას იწყებს

ჩემპიონშიპის მორიგ ტურში “ჰალ სიტიმ” “დერბისთან” 3-1 წააგო. იმ “დერბისთან”, რომელსაც 21 ქულა აქვს დაკლებული და ფეხბურთელებს ხელფასებს პრაქტიკულად ვერ უხდის. არველაძემ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“პირველი გოლის შემდეგ ყველა ბურთი დავკარგეთ. ყველა მეორე ბურთი, ყველა დუელი, ყველაფერი “დერბის” მიჰქონდა. როცა მეორე ბურთი გაგვიტანეს, ჩვენი მცველები და გოლკიპერი, 3 ფეხბურთელი უბრალოდ უყურებდა როგორ გაჰქონდა თვდამსხმელს.”

“ვარჯიშებზე კარგად გამოვიყურებით, ადრეც ვთქვი, ვმუშაობთ, მაგრამ ამ დროს წარმატებას ვერ ვაღწევთ და ვერ გაგვაქვს. ეს უცნაურია.”

“ბევრი რამ კლუბში მოსვლიდან არ შემიცვლია, მაგრამ დროა მეტი ცვლილება შევიტანო”, – განაცხადა არველაძემ.

ინგლისურ პრესაშიც წერენ, რომ არველაძე სატრანსფერო ფანჯრით ბოლომდე კმაყოფილი არ არის და სურს, ფეხბურთელები კვლავ დაიმატოს. გარდა ამისა, მიუხედავად მოკლე სათადარიგო სკამისა, “ჰალი”, შესაძლოა, რამდენიმე მოთამაშემ დატოვოს.

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა.

“გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში გავრცელებულ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც სამწუხაროდ იმ კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც ბოლო თვეებია ხორციელდება საქართველოს რაგბის კავშირისა და მთლიანად ქართული რაგბის დისკრედიტაციის მიზნით.

ვფიქრობთ, სწორედ ეს შედის ჩვენი მოწინააღმდეგის ინტერესში, მით უფრო მაშინ, როცა ორგანიზაციაში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, შეიქმნა სტაბილური სამუშაო გარემო და ქართული რაგბიემზადება 27 თებერვალს საქართველოში გასამართი პრინციპული დაპირისპირებისთვის რუსეთის რაგბის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.

რაც შეეხება რუსეთის 7-კაცა ნაკრების შესაძლო ვიზიტს – არავითარი ერთობლივი შეკრება არიგეგმება. მიმდინარეობდა შიდა სამუშაო განხილვა შესაძლო სპარინგ მატჩების საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის 7-კაცა ნაკრებებთან, მათ შორის რუსეთის ნაკრებთანაც, რაც მოემსახურებოდა საქართველოს 7-კაცა ნაკრების სპორტულ ინტერესს, რადგან ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც 15-კაცა, ასევე 7-კაცა რაგბში რუსეთის ეროვნულ ნაკრებზე უპირატესობის მოპოვება. მითუმეტეს, რომ ისინი არიან ჩვენი უშუალო კონკურენტები ზაფხულში გასამართ მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე.

ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოში რუსეთის 7-კაცა ნაკრების შესაძლო ვიზიტს მხარეებს შორის წინ არანაირი ოფიციალური მიმოწერა არ უძღვოდა და ყველანაირი ინტერპრეტაცია აღნიშნული ნაკრების ოფიციალურად მოწვევისა და მათი ვიზიტის ხარჯების რაგბის კავშირის მიერ დაფინანსების შესახებ, არის სიცრუე.

ვწუხვართ, რომ კონკრეტული დაინტერესებული ჯგუფის მიერ გულშემატკივარი  მიზანმიმართულად იქნა შეცდომაში შეყვანილი”, – წერია განცხადებაში.

შეკრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ვეტერანმა მორაგბეებმა რაგბის კავშირი მოღალატეობრივ საქმიანობაში დაადანაშაულეს.

ალექსის სანჩესის ულამაზესი გოლი “რომას” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

Inter [2] – 0 Roma – Alexis Sanchez 68′ (Great Goal) from rsoccermirrors

 

“რუბინმა” ხვიჩას საბოლოო ფასი დაასახელა

ყაზანის “რუბინის” სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

“მისით ბუნდესლიგის ერთი და პრემიერ ლიგის 2 გუნდი იყო დაინტერესებული, მაგრამ არცერთისგან კონკრეტული წინადადება არ მიგვიღია, თორემ აუცილებლად გავყიდიდით. ხვიჩა სუპერტალანტია, რომელიც ევროპის გუნდში უნდა წავიდეს”

“ხვიჩას ვუთხარი, რომ თუ რამე კონკრეტული იქნებოდა, გავუშვებდით. მისი სატრანსფერო ფასი არ შეცვლილა – 20 მილიონი ევრო, მაგრამ მოლაპარაკება შეგვიძლია”, – განაცხადა იაროვინსკიმ.

სწორედ ასეთი მაღალი სატრანსფერო ფასის გამო ვერ ხდება კვარაცხელიას წასვლა “რუბინიდან”.

“გაუშვით შოთა, დააბრუნეთ მაკკანი!” – “ჰალის” ფანები არველაძის გაშვებას ითხოვენ

შოთა არველაძემ “ჰალ სიტიში” მისვლიდან ზედიზედ მე-2 მატჩი წააგო, თანაც ბოლოსწინა ადგილზე მყოფ “დერბისთან”. “დერბიმ” “ჰალის” 3-1 მოუგო და “ვეფხვებს” შანსი არ დაუტოვა.

საშინელი პერფორმანსის შემდეგ “ჰალ სიტის” ფანების ნაწილი შოთა არველაძის გაშვებას და მაკკანის დაბრუნებას ითხოვენ. ზოგი მათგანი სწორედ მაკკანს ადანაშაულებს გუნდის ამ მდგომარეობაში, თუმცა შოთას საკადრო გადაწყვეტილებებს უწუნებენ.

“ვიცი, რომ მწვრთნელი მხოლოდ რამდენიმე დღეა რაც გუნდშია, მაგრამ დღეს უბრალოდ, უაპელაციოდ საშინელება იყო. ცუდი ტაკტიკა, ცუდი შემადგენლობა და დაგვიანებული შეცვლები”.

“აჯუნ, ვინ გითხრა რომ 4-3-ით წაგება სჯობს 0-0-ს? ამ სამარცხვინო გუნდით გავვარდებით. არაორგანიზებულობისა და უხალისობის პიკი”

“უეინ რუნის მასტერკლასი! დაუბრუნდი შოთა შენ ქალაქს”

“კიდევ მაკკანის დაბრუნება გინდათ? მეცინება იმ ხალხზე, ვინც მას ითხოვს. სწორედ მისი დამსახურებაა ეს ყველაფერი. აცადეთ არველაძეს”

“ჰალს” 32 ქულა აქვს, თუმცა გასავარდნ ზონას ნელ-ნელა უახლოვდება.

ლადო დვალიშვილის მასტერკლასი – როგორ დაიმატა “დინამომ” განელი მცველი?

ბათუმის “დინამომ” გუშინ 28 წლის განელი მცველის, აბრაჰამ ფრიმპონგის დამატების შესახებ გამოაცხადა.

ფრიმპონგი ბოლოს საუდის არაბეთში, “ალ აინის” შემადგენლობაში ირიცხებოდა, რომელიც ქვეყნის ყველაზე წარმატებული კლუბია, მაგრამ რთული პერიოდი უდგას და მე-2 ლიგაში გავარდა.

აბრაჰამმაც კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და გავრცელებული ინფორმაციით, ბოსნიურ “ველეჟში” აპირებდა გადასვლას, სადაც ყველაფერი შეთანხმებული იყო, თუმცა საქმეში “დინამო” და ლადო დვალიშვილი ჩაერთვნენ და ფეხბურთელმაც ბათუმში გადმოსვლა გადაწყვიტა.

“დინამოსთვის” იმდენად მნიშვნელოვანი და საჭირო იყო ცენტრალური დაცვის გაძლიერება, როგორც გამოჩნდა, დვალიშვილმა განელს გაცილებით უკეთესი პირობები შესთავაზა, ევროტურნირებზე თამაშის შესაძლებლობა და 500 ათას ევროდ შეფასებული მცველი დღეს უკვე თურქულ შეკრებაზე იქნება.

როგორც იქნა! – ბათუმის “დინამომ” ლეგიონერი მცველი დაიმატა

ბათუმის “დინამოს” თურქულ შეკრებაზე ხვალიდან განელი მცველი აბრაჰამ ფრიმპონგი შეუერთდება.

ფრიმპონგი მიმდინარე წლის იანვრიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და ბოლოს არაბეთის გაერთიანებული საამიროების ყველაზე წარმატებულ კლუბში, “ალ აინში” თამაშობდა.

მანამდე განელი “ფერენცვაროშში”, სერბულ “ნაპრედაკსა” და “ვიოვოდინაში” ასპარეზობდა. კარიერის საუკეთესო ეტაპზე 28 წლის მცველი 800 ათას ევროდ ფასობდა, ახლა 500 ათასად არის შეფასებული.

“დინამო” კონტრაქტის დეტალებს მოგვიანებით გაგვაცნობს, თუმცა ბათუმელი გულშემატკივარი ლეგიონერ მცველს ითხოვდა და როგორც ჩანს, მიიღო კიდეც.

LA NUCIA, SPAIN – JANUARY 10: Abraham Frimpong of Ferencvaros in action during the Friendly Match between Ferencvaros and KRC Genk at Stadium Camilo Cano on January 10, 2020 in La Nucia, Spain. (Photo by Quality Sport Images/Getty Images)